Thursday, January 10, 2008

ფონდ "ირმის ნახტომის" ზამთრის კონფერენცია

29 დეკემბერს პირველ საჯარო სკოლაში ჩატარდა კონფერენცია, სადაც წარმოდგენილი იყო ფონდ "ირმის ნახტომის" დასრულებული, მიმდინარე და სამომავლო პროექტები. კონფერენცია შედგებოდა ორი ნაწილისგან - პლენარული სხდომა და საგნობრივი ჯგუფების მიხედვით სექციური მუშაობა.
კონფერენციამდე ერთი თვით ადრე გამოცხადდა საგაკვეთილო გეგმების მიღება მასწავლებლებისგან. სწორედ ეს გეგმები იქნა განხილული სექციური მუშაობის დროს ავტორებთან ერთად და მათი განხილვის პარალელურად მასწავლებლებს შეეთავაზათ რამდენიმე ICT ინსტრუმენტი, რომლებიც, ჩვენი აზრით, გაამრავლფეროვნებს გაკვეთილს და დაეხმარება მასწავლებლებს ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ინტერგრაციაში.
ამ ინსტრუმენტებზე მსჯელობას გავაგრძელებთ, ახლა კი გთავაზობთ კონფერენციაზე წარმოდგენილი საგაკვეთილო გეგმების ჩამონათვალს.

1. დაბა აგარის საშუალო სკოლა, ლია ყაულაშვილი, ქეთევან ცერაძე,
ძველი ეგვიპტე და შუამდინარეთი, VII კლასი;
2. თბილისის 65-ე საჯარო სკოლა, ირმა სამხარაძე
, ილია ჭავჭავაძე - სახელმწიფო მოღვაწე, IX კლასი;
3. თბილისის 43-ე საჯარო სკოლა, ნინო აბულაძე
, ა) კაპადოკია, IX კლასი;ბ) „რაა მამული“, გრძელვადიანი პროექტი, www.sakartveloo-lamazo.narod.ru;
4. სკოლა „სადუნი“
, ნათია როსტიაშვილი,საქართველოს ეროვნული მუზეუმი, VII კლასი;
5. თბილისის მე-11 საჯარო სკოლა
, მანანა მაისაია,ქრისტიანობა - ქართლის სახელმწიფო რელიგია, XI კლასი;
6. თელავის მე-9 საჯარო სკოლა
, ნინო პოპიაშვილი, პირველი მსოფლიო ომი, VII კლასი;
7. სკოლა „სადუნი“
, თეა მჭედლიძე, იმპერია, VII კლასი;
8. თბილისის 145-ე საჯარო სკოლა
, დალი ირემაშვილი, საქართველოს პოლიკურ-ადმინისტრაციული დაყოფა, საბაზო;
9. თბილისის 145-ე საჯარო სკოლა
, დალი ძმანაშვილი, ძველი მსოფლიოს ცივილიზაციები, VI კლასი;
10. თბილისის 127-ე საჯარო სკოლა
, ლიანა შარიქაძე, დავით IV აღმაშენებელი, XI კლასი;
11. ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლა
, ზინა ზაუტაშვილი, სახელმწიფო მმართველობის სისტემა თამარის ეპოქაში, XI კლასი;
12. თბილისის მე-5 საჯარო სკოლა
, ნინო კირთაძე, ბიზნესის დაწყება;
13. თბილისის 166-ე საჯარო სკოლა
, ბარბარე ქებაძე, ა) სამონასტრო ცხოვრება საქართველოში; ბ) ქრისტიანობა საქართველოში; გ) მითი, როგორც ისტორიული წყარო;
14. თბილისის 157-ე საჯარო სკოლა
, ლალი ხარიტონაშვილი, ეკოლოგიური დანაშაულის გეოგრაფია საქართველოში;
15. ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლა
, ლალი უშვერიძე, ისტორიული თემის წარდგენა.