Friday, February 29, 2008

შეხვედრა 182-ე საჯარო სკოლაში - 29.02.2008

შეხვედრის დიდი ნაწილი დაეთმო 145-ე საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგის დალი ირემაშვილის მიერ დაგეგმილი გაკვეთილის განხილვას. ქალბატონმა დალიმ კოლეგებს წარუდგინა თავისი გაკვეთილის მონახაზი გეგმის სახით, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული არა მარტო ტექნიკის გამოყენება, არამედ მოსწავლეთა რესურსის გამოყენება ციფრული სახით მასალების მოძიების დროს. მოსამაზადებელ სამუშაოებში აქტიურად იღებდა მონაწილეობას ინფორმაციული მენეჯერი ხათუნა გულიაშვილი.
შეხვედრაზე საუბარი იყო გუგლ დედამიწის ფუნქციებზე, მასწავლებლებმა ისაუბრეს რელიეფის სამგანზომილებიანი მოდელის პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობებზე გეოგრფიის სწავლებისას.
146-ე საჯარო სკოლის ეკონომიკის და სამართლის პედაგოგმა ზურაბ ხოხობაშვილმა წამოაყენა ინიციატივა, შემუშავდეს მეთოდიკა მოსწავლეებისთვის სხვადასხვა პროფესიის უფრო ახლოს გაცნობის შესახებ, რათა მომავალი პროფესიის არჩევისას დამოუკიდებლად შეძლონ გადაწყვეტილების მიღება. აქტიური დისკუსიის შემდეგ ერთ-ერთ გზად გამოიკვეთა სხვადასხვა პროფესიის ადამიანთა პერიოდული მოწვევა კლასში. ეს აზრი მეტად მოეწონათ დანარჩენ მასწავლებლებსაც.
შემდეგი შეხვედრა დაიგეგმა 146-ე საჯარო სკოლაში 17 მარტს დღის 3 საათზე.
მონაწილეები
146-ე საჯარო სკოლა:
ლეილა ქავთარაძე, გეოგრაფია; ზურაბ ხოხობაშვილი, ეკონომიკა, სამართალი
145-ე საჯარო სკოლა:
ხათუნა გულიაშვილი, ინფ. მენეჯერი; დალი ძმანაშვილი, ისტორია; დალი ირემაშვილი, გეოგრაფია
182-ე საჯარო სკოლა:
ანა გაჩეჩილაძე, ისტორია; ანიკო ერიაშვილი, გეოგრაფია; ნანა ღვილიაშვილი, ინფორმატიკა; ნინო ნათიძე, ინფორმატიკა

Thursday, February 28, 2008

შეხვედრა 53-ე საჯარო სკოლაში - 28.02.2008

შეხვედრაზე ძირითადად განხილული იყო ინტერნეტ რესურსების ge.lemill.net, youtube.com და ვირტუალური გლობუსის, გუგლ დედამიწის გამოყენების შესაძლებლობები კონკრეტული სასწავლო აქტივობების მაგალითებზე. ნაჩვენები იყო უკვე ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილები.

მონაწილეები
53-ე საჯარო სკოლა:
გიორგი უსანეთაშვილი, ინფორმატიკა; მაია ლევიცკაია, ისტორია; თიკა ქანთარია, სამართალი; ლია ჯოხაძე, ინფ. მენეჯერი; ნათია არაბული, ქიმია
183-ე საჯარო სკოლა:
ქეთი გორდელაძე, ისტორია

Wednesday, February 27, 2008

შეხვედრა 151-ე საჯარო სკოლაში - 27.02.2008

შეხვედრაზე ძირითადად განხილული იყო ინტერნეტ რესურსების ge.lemill.net, youtube.com და ვირტუალური გლობუსის, გუგლ დედამიწის გამოყენების შესაძლებლობები კონკრეტული სასწავლო აქტივობების მაგალითებზე. 122-ე სკოლის პედაგოგებმა წარმოადგინეს გაკვეთილის ჩატარების იდეა ვულკანების თემაზე, მოძებნილი და მონიშნული ჰქონდათ გუგლ დედამიწაში რამდენიმე ვულკანის ადგილმდებარეობა და სურათები, რომლებიც წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით. მათ მოიწონეს აზრი, მოეძებნათ მასალები ვულკანებზე youtube.com-ის საშუალებით.
სხვა მასწავლებლებმა, აგრეთვე, გამოთქვეს ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარების სურვილი.
შემდეგი შეხვედრა დაიგეგმა 128-ე საჯარო სკოლაში 14 მარტს.
მონაწილეები
126-ე საჯარო სკოლა:
თამარ ნარიმანიშვილი, ისტორია; მარიამ გეგიაძე, ისტორია
128-ე საჯარო სკოლა:
მაია ნიკოლაიშვილი, ისტორია; მარიამ წერეთელი, გეოგრაფია
122-ე საჯარო სკოლა:
მანანა კვინიკაძე, ინფ. მენეჯერი; ხათუნა აბრამია, გეოგრაფია
151-ე საჯარო სკოლა:
ნინო ხიზანიშვილი, ისტორია; ლალი მჭედლიშვილი, ისტორია; დიანა მიქაძე, ინფ. მენეჯერი


Monday, February 25, 2008

შეხვედრა 166-ე საჯარო სკოლაში - 25.02.2008

შეხვედრაზე ისტორიის პედაგოგმა ბარბარა ქებაძემ წარადგინა თავისი გაკვეთილი "მითი - როგორც ისტორიული წყარო"; ჯერ აღწერა მოსწავლეთა მოსამზადებელი, კლასგარეშე აქტივობა, შემდეგ უშუალოდ გაკვეთილის მიმდინარეობა. ყველაზე მეტი დრო მასწავლებელმა დაუთმო მოსწავლეთა მოტივირებასა და ამგვარი გაკვეთილებით გამომუშავებულ უნარებზე; აღნიშნა აგრეთვე, რომ ერთ კლასში შექმნილი მასალები (ფილმი, პრეზენტაცია) უმრავლეს შემთხვევაში კარგი მოტივაცია ხდება სხვა კლასისთვის. ქალბატონმა ბარბარამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით მოსწავლეთა რესურსის გამოყენებაზე.
შემდეგი შეხვედრა დაიგეგმა 13 მარტს დღის 3 საათზე მე-100 საჯარო სკოლაში.
მონაწილეები

166-ე საჯარო სკოლა:
ბარბარა ქებაძე, ისტორია/კათ. გამგე; ირმა ომანაძე, დირექტორი
მე-19 საჯარო სკოლა:
თამარ ჩიტაშვილი, ისტორია
155-ე საჯარო სკოლა:
ნინო პერანიძე, ინფ. მენეჯერი
100-ე საჯარო სკოლა:
ნინო გოგრიჭიანი, გეოგრაფია; მანანა კუპრეიშვილი, ისტორია, თამარ სამადაშვილი, ინფ. მენეჯერი

Friday, February 22, 2008

შეხვედრა მე-14 საჯარო სკოლაში - 13.02.2008

შეხვედრა შედგა სკოლის დირექტორის ბატონ ზვიად მიმინოშვილის ინიციატივით; ესწრებოდნენ რამდენიმე სკოლის მასწავლებლები და ინფორმაციული მენეჯერები. თავდაპირველად საუბარი იყო "ირმის ნახტომის" ინიციატივაზე, ჩამოყალიბდეს მასწავლებელთა პროფესიული ქსელები. წარდგენილ იქნა 145-ე სკოლის ისტორიის პედაგოგის დალი ძმანაშვილის ინტეგრირებული გაკვეთილი.
მასწავლებლების წინაშე მოეწყო ლემილისა და გუგლ დედამიწის პრეზენტაცია.
შემდეგი შეხვედრა დაიგეგმა 141-ე საჯარო სკოლაში 12 მარტს დღის 3 საათზე, სადაც მასწავლებლები კოლეგებს გააცნობენ ერთ (სურვილის შემთხევაში მეტ) იდეას ან უკვე განხორციელებულ მაგალითს ისტ-ის სასწავლო პროცესში ნებისმიერი გამოყენების შესახებ.



მონაწილეები
მე-11 საჯარო სკოლა:
თეა ავლოხაშვილი, გეოგრაფია; მანანა მაისაია, ისტორია
მე-13 საჯარო სკოლა:
ჭელიძე ქეთინო, ისტორია; ჭინჭარაული ნანა, გეოგრაფია
მე-14 საჯარო სკოლა:
ზვიად მიმინოშვილი, დირექტორი; სიაშვილი ლალი, მათემატიკა; სამაკაშვილი შორენა, ისტორია; ებანოიძე ხათუნა, ქართ. ენა და ლიტ.; ნადიბაიძე ნინო, რელიგია; ჟივიძე ვალია, მათემატიკა; თინიკო გელეიშვილი, დირექტორის მოადგილე; მაია ლომიძე, დირექტორის მოადგილე; თეა ნიკოლეიშვილი, გეოგრაფია; ნაიდა მჭედლიძე, რუსული ენა და ლიტ.; ეკატერინე ჩადუნელი, ინგლისური ენა; თამარ წიქორიძე, მათემატიკა; ნინო წოწკოლაური, ფრანგული ენა; დარეჯან კობალაძე, დაწყებითი; როზა ჭეჟია, დაწყებითი
141-ე საჯარო სკოლა:
თამარ ქურთაული, ინფორმატიკა; ლალი გურგენაშვილი, ისტორია; რუსუდან აბულაძე, ინფ. მენეჯერი

Saturday, February 16, 2008

შეხვედრა 145-ე საჯარო სკოლაში - 15.02.2008

შეხვედრას ესწრებოდნენ რამდენიმე სკოლის მასწავლებლები და ინფორმაციული მენეჯერები. თავდაპირველად საუბარი იყო "ირმის ნახტომის" ინიციატივაზე, ჩამოყალიბდეს მასწავლებელთა პროფესიული ქსელები. ამის შემდგომ 145-ე სკოლის ისტორიის პედაგოგმა დალი ძმანაშვილმა კოლეგებს წარუდგინა მის მიერ 11 თებერვალს მე-6 კლასში ჩატარებული გაკვეთილი, რომლის ირგვლივაც გაიმართა დისკუსია.
ბოლოს მასწავლებლების წინაშე მოეწყო ლემილისა და გუგლ დედამიწის პრეზენტაცია.
შემდეგი შეხვედრა დაიგეგმა 182-ე საჯარო სკოლაში 29 თებერვალს დღის 3 საათზე, სადაც მასწავლებლები კოლეგებს გააცნობენ ერთ (სურვილის შემთხევაში მეტ) იდეას ან უკვე განხორციელებულ მაგალითს ისტ-ის სასწავლო პროცესში ნებისმიერი გამოყენების შესახებ.
მონაწილეები
145-ე საჯარო სკოლა:
დალი ძმანაშვილი, ისტორია; დალი ირემაშვილი, გეოგრაფია, მარინე ბაგალიშვილი, ბიოლოგია; მარინა ლაშხია, ფიზიკა; ხათუნა გულიაშვილი, ინფ. მენეჯერი
105-ე საჯარო სკოლა:
მაკა მაკასარაშვილი, გეოგრაფია; ნატალია საგინაშვილი, ისტორია; ბელა ინჯგია, ინფ. მენეჯერი
146-ე საჯარო სკოლა:
ირმა ტყებუჩავა, ისტორია; ლეილა ქავთარაძე, გეოგრაფია
152-ე საჯარო სკოლა:
დალი ჯანაშვილი, გეოგრაფია; თეა გოგოხია, ისტორია/სამ. გან.
176-ე საჯარო სკოლა:
რუსუდან ანდღულაძე, ინფ. მენეჯერი
182-ე საჯარო სკოლა:
ანა გაჩეჩილაძე, ისტორია; ეკატერინე გოთაძე, გეოგრაფია; ნინო ცანდიშვილი, ინფ. მენეჯერი

Friday, February 15, 2008

შეხვედრა 51-ე საჯარო სკოლაში - 14.02.2008

ეს შეხვედრა დაიგეგმა 7 თებერვალს. თუ მაშინ მასწავლებლები გაეცვნენ ლემილისა და გუგლ დედამიწის ფუნქციებს, ამჯერად ისინი უკვე ამ რესურსების მუშაობის კონკრეტული დეტალებით დაინტერესდნენ, განსაკუთრებით, ლემილის საშუალებით საგაკვეთილო გეგმების გამოქვეყნების შესაძლებლობით და გუგ დედამიწაში საკუთარი გეოგრაფიული მონაცემების ჩამატების ფუნქციით.
აქვე მასწავლებლების მოთხოვნით მოხდა პრეზენტაცია კიდევ ერთი პროგრამული უზრუნველყოფის. ეს არის გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა (GIS) სახელით Quantum GIS (QGis), რომელიც არის უფასო, ღია კოდის მქონე და ლინუქსთან თავსებადი პროგრამა. მისი ერთ-ერთი ფუნქცია, რომელიც წარმოდგენილი იყო ამ დღეს, არის სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით თემატური რუკების შედგენა.
შემდეგი შეხვედრა დაიგეგმა 53-ე საჯარო სკოლაში 28 თებერვალს დღის 3 საათზე, სადაც მასწავლებლები კოლეგებს გააცნობენ ერთ (სურვილის შემთხევაში მეტ) იდეას ან უკვე განხორციელებულ მაგალითს ისტ-ის სასწავლო პროცესში ნებისმიერი გამოყენების შესახებ.
მონაწილეები
51-ე საჯარო სკოლა:
თამარ ვერულაშვილი, ინფ. მენეჯერი; მაია მაძღარაშვილი, გეოგრაფია; ლიკა გიორგობიანი, ისტორია/გეოგრაფია; ნინო ჯოჯუა, გეოგრაფია;ანა კუპრავა, ისტორია; თამარ გურგენიძე, ისტორია
53-ე საჯარო სკოლა:
თიკა ქანთარია, სამართალი/სამ. გან.; ლია ჯოხაძე, ინფ. მენეჯერი

Thursday, February 14, 2008

შეხვედრა 122-ე საჯარო სკოლაში - 13.02.2008

შეხვედრას ესწრებოდნენ რამდენიმე სკოლის მასწავლებლები და ინფორმაციული მენეჯერები. დაწვრილებით განხილულ იქნა ლემილის და გუგლ დედამიწის ფუნქციები და მათი გამოყენების შესაძლებლობები სასწავლო პროცესში.
მასწავლებლებმა ისაუბრეს IT კომპეტენციების გაუმჯობესების საშუალებებზე. აგრეთვე, საუბარი იყო ამ კუთხით მოსწავლეთა რესურსის გამოყენების შესაძლებლობებზე საგაკვეთილო აქტივობის მომზადების პროცესში.
დაიგეგმა შემდეგი შეხვედრა 27 თებერვალს 151-ე საჯარო სკოლაში, სადაც მასწავლებლები კოლეგებს გააცნობენ ერთ (სურვილის შემთხევაში მეტ) იდეას ან უკვე განხორციელებულ მაგალითს ისტ-ის სასწავლო პროცესში ნებისმიერი გამოყენების შესახებ.
მონაწილეები
122-ე საჯარო სკოლა:
მარიამ რამინაშვილი, დირექტორი; მანანა კვინიკაძე, ინფ.მენეჯერი; ლუიზა წოწკოლაური, ისტორია; ლეილა ნანობაშვილი, გეოგრაფია; მადონა ხვედელიძე, ისტორია; ხათუნა აბრამია, გეოგრაფია
128-ე საჯარო სკოლა:
მაია ნიკოლაიშვილი, ისტორია; მარიამ პატარაია, გეოგრაფია; მარიამ წერეთელი, გეოგრაფია
35-ე საჯარო სკოლა:
მაია არჩვაძე, ინფ.მენეჯერი
151-ე საჯარო სკოლა:
ლალი გობეჯიშვილი, გეოგრაფია; ლალი მჭედლიშვილი, ისტორია; დიანა მიქაძე, ინფ.მენეჯერი


Friday, February 8, 2008

შეხვედრა 51-ე საჯარო სკოლაში - 07.02.2008

შეხვედრას ესწრებოდნენ რამდენიმე სკოლის მასწავლებლები და ინფორმაციული მენეჯერები. დაწვრილებით განხილულ იქნა ლემილის და გუგლ დედამიწის ფუნქციები და მათი გამოყენების შესაძლებლობები სასწავლო პროცესში; აგრეთვე, სხვა ინტერნეტ რესურსები youtube.com და slide.com.
დაიგეგმა შემდეგი შეხვედრა 14 თებერვლისთვის იმავე სკოლაში, სადაც იმედი გვაქვს მასწავლებლები წარმოადგენენ თავის მოსაზრებებს და დაიგეგმება უფრო კონკრეტული აქტივობები.













მონაწილეები

51-ე საჯარო სკოლა:
თამარ ვერულაშვილი, ინფ. მენეჯერი; ნინო ჯოჯუა, გეოგრაფია; ანა კუპრავა, ისტორია; მაია მაძღარაშვილი, გეოგრაფია; ნანა დოლიძე, ისტორია; თამარ ჩაფიძე, ისტორია
122-ე საჯარო სკოლა:
მანანა კვინიკაძე, ინფ. მენეჯერი
21-ე საჯარო სკოლა:
ირინა მარეიშვილი, ისტორია; ირინე ახალაია, ინფ. მენეჯერი; მაია მიქელაშვილი, გეოგრაფია
53-ე საჯარო სკოლა:
გიორგი უსანეთაშვილი, ინფორმატიკა; თიკა ქანთარია, სამართალი/სამოქალაქო განათლება
183-ე საჯარო სკოლა:
ნუნუ გაბათაშვილი, ინფ. მენეჯერი
20-ე საჯარო სკოლა:
ბესიკ ლორთქიფანიძე, ისტორია

Friday, February 1, 2008

შეხვედრა 166-ე საჯარო სკოლაში - 31.01.2008

ზამთრის კონფერენციის შემდეგ ეს იყო პირველი შეხვედრა და მასწავლებლების პროფესიული ქსელის ფორმირებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. იგი მოეწყო ამავე სკოლის მასწავლებლის, საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნობრივი ჯგუფის კათედრის ხელმძღვანელის ქ-ნ ბარბარა ქებაძის და დირექტორის ქ-ნ ირმა ომანაძის აქტიური მხარდაჭერით.
შეხვედრაზე მასწავლებლებს გაეცვნენ სასწავლო რესურსების საცავს - ლემილი - და დარეგისტრირდნენ მასში; აგრეთვე, გაეცვნენ ვირტუალური გლობუსის, გუგლ დედამიწის (Google Earth) შესაძლებლობებს. სიახლე კარგად იქნა მიღებული, თუმცა გამოითქვა ეჭვიც, რომ რთული იქნება მასწავლებლების მოტივირება ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების და განსაკუთრებით ახალი სასწავლო რესურსების (მასალა, საგაკვეთილო გეგმა) შექმნის კუთხით. დაიგეგმა შემდეგი შეხვედრა 51-ე სკოლაში.
მონაწილე მასწავლებლები
166-ე საჯარო სკოლა:
ბარბარა ქებაძე, მაია ხინგავა, მარინა მაზმიშვილი, სოფო გრიგალაშვილი, თამარ ლობჟანიძე
მე-5 საჯარო სკოლა:
ნინო კირთაძე
51-ე საჯარო სკოლა:
ანა კუპრავა, ლიანა გიორგობიანი, მაია მაძღარაშვილი, თამარ ვერულაშვილი
20-ე საჯარო სკოლა:
ბესო ლორთქიფანიძე
145-ე საჯარო სკოლა:
დალი ძმანაშვილი, დალი ირემაშვილი