Wednesday, June 25, 2008

გამოქვეყნდა კონფერენციაში მონაწილეთა სია

8 ივნისს დასრულდა 2008 წლის საზაფხულო კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე საგაკვეთილო გეგმების საკონკურსო განაცხადების მიღება. შემოსულია 620 განაცხადი. ამის შემდეგ დაიწყო გაკვეთილების შერჩევის პროცესი წინასწარ გამოცხადებული პირობების თანახმად:

  • განიხილება გაკვეთილის გეგმა, რომელიც წარმოდგენილია მინიმუმ ორი სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფში შემავალი დისციპლინების მასწავლებლის მიერ. გაკვეთილი უნდა უკავშირდებოდეს მინიმუმ ორი საგნობრივი ჯგუფის სასწავლო შედეგს;
  • გაკვეთილის მასალებზე მუშაობისა თუ გაკვეთილის მიმდინარეობის დროს გამოყენებული უნდა იყოს ინფორმაციული ტექნოლოგიები; გაკვეთილის სასწავლო შედეგებში გათვალისწინებული უნდა იყოს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ისტ (ICT) ინდიკატორები;
  • წარმოდგენილი გაკვეთილი უნდა იყოს ჩატარებული/განხორციელებული 2007-2008 სასწავლო წლის განმავლობაში;
  • მასალები წარმოდგენილი უნდა იყოს საგაკვეთილო გეგმის ნიმუშის ფორმით, ახლდეს შესაბამისი დოკუმენტაცია და იყოს განთავსებული საგანმანათლებლო პორტალზე ge.lemill.net
მხოლოდ თბილისის მასშტაბით შეირჩა 151 გაკვეთილი, რომლებიც მასწავლებლებმა უნდა წარადგინონ 1, 2 და 3 ივლისს ხუთ პარალელურად მიმდინარე კონფერენციაზე.
29 ივნისს მთავრდება კონფერენციაში მონაწილეთა რეგისტრაცია. გთხოვთ, წაიკითხოთ პირობები კონფერენციის ბლოგზე www.forum-dlf.blogspot.com და ფონდ ”ირმის ნახტომის” ოფიციალურ ვებ საიტზე www.dlf.ge.

Monday, June 9, 2008

კონსულტაციები საზაფხულო კონფერენციაში მონაწილე მასწავლებლებისთვის - დასავლეთ საქართველო

6-დან 8-ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა საკონსულტაციო შეხვედრები დასავლეთ საქართველოს რაიონულ ცენტრებში. გაიმართა რვა შეხვედრა ბათუმის, ქობულეთის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ფოთის, ზუგდიდის, სენაკის 17 სკოლასთან. შეხვედრებზე მასწავლებლებს აუტარდათ ზოგადი ხასიათის ტრენინგი ლემილის გამოყენებასთან დაკავშირებით და საუბარი იყო კონფერენციის მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებზე.

Friday, May 30, 2008

კონსულტაციები საზაფხულო კონფერენციაში მონაწილე მასწავლებლებისთვის

ფონდ ”ირმის ნახტომის” კომპიუტერულ ლაბორატორიაში ყოველდღიურად მიმდინარეობს ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები და ტრენინგები საგაკვეთილო გეგმების კონკურსთან დაკავშირებით. გარდა თბილისის მასწავლებლებისა აქტიურობენ მასწავლებლები რეგიონებიდანაც - ჩამოდიან დუშეთის, საგარეჯოს, ჩოხატაურის, საჩხერის, სამტრედიის სკოლებიდან. ფონდის ოფისში მუდმივი ხალხმრავლობა ამ დღეების განმავლობაში ჩვენდა მოულოდნელად საგაკვეთილო გეგმების კონკურსმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია პედაგოგებს შორის. მოდიან სკოლებიდან, სადაც არ აქვთ ინტერნეტი და მუშაობენ ჩვენს ლაბორატორიაში, მოჰყავთ თავიანთი მოსწავლეები, რომლებიც ეხმარებიან მათ ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებაში. ასეთი გამოხმაურება სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა კონფერენციის ორგანიზატორებისთვის.

Thursday, May 15, 2008

ტრენინგ-შეხვედრები 51-ე სკოლაში

30 მარტს და 13 აპრილს თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში ფონდ ”ირმის ნახტომის” კონკურსში ”კოსმოსური ოდისეა” მონაწილე მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის მოეწყო სპეციალური ტრენინგი ლემილში რეგისტრაციას და რესურსების გემოქვეყნებაში.

Monday, May 5, 2008

შეხვედრა 186-ე საჯარო სკოლაში - 05.05.2008

თავიდან მასწავლებლები გაეცვნენ ფონდ ”ირმის ნახტომის” ინიციატივას, შეიქმნას მასწავლებელთა პროფესიული ქსელები საგნობრივი ჯგუფების მიხედვით, გაეცვნენ ამ მიმართულებით დღემდე გადადგმულ ნაბიჯებს, იყო საუბარი სხვა სკოლებში ჩატარებულ შეხვედრებზე, ინტეგრირებულ გაკვეთილებზე, მასწავლებლებს შორის შემდგარ თანამშრომლობაზე.
შემდეგ მოხდა ლემილის პრეზენტაცია და მისი ფუნქციების განხილვა. მასწავლებელთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ მათ აქვთ დაგროვილი სასწავლო მასალა და შეუძლიათ გამოაქვეყნონ ლემილში.
ლემილის განხილვის შემდეგ, მასწავლებლებმა ნახეს და შეაფასეს გუგლ დედამიწის ფუნქციები და შესაძლებლობები. მონღოლთა იმპერიის დაპყრობების რუკის მაგალითზე ნაჩვენები იყო ამ პროგრამის საგანმანათლებლო მნიშვნელობა.
მონაწილეები
186-ე საჯარო სკოლა:
თამარ ნოზაძე, სამოქ. განათლება; მზია ჭანკვეტაძე, გეოგრაფია; ნანა ღუდუშაური, გეოგრაფია; ნინო ცერცვაძე, გეოგრაფია; ნანა ოქრომელიძე, რელიგია; ცირა გობეჯიშვილი, სამართალი; ეთერ კვახაძე, ისტორია; მაკა სეხნიაშვილი, ისტორია; მაკა გაფრინდაშვილი, ისტორია; ნატა ჩივაძე, ისტორია
187-ე საჯარო სკოლა:
ნონა ბუხნიკაშვილი, ისტორია
192-ე საჯარო სკოლა:
იზოლდა გელაშვილი, გეოგრაფია; მზია დევაძე, ისტორია; ნანი მონიავა, ისტორია; თამარ ურუშაძე, სამოქ. განათლება; ვერიკო დემეტრაშვილი, გეოგრაფია; მარინე ბუაძე, ისტორია; ცისანა კიკვილაშვილი, ისტორია


Friday, May 2, 2008

შეხვედრა 151-ე საჯარო სკოლაში - 02.05.2008

შეხვედრაზე დიდი დრო დაეთმო ახალი პროგრამული უზრუნველყოფის Quantum GIS-ის განხილვას. ეს პროგრამა წარმოადგენს პროფესიონლურ გეოგრაფიულ საინფორმაციო სისტემას, რომლის საშუალებით შეიძლება მარტივი კონტურული და რთული თემატური რუკების დამზადება.

Friday, April 11, 2008

შეხვედრა 51-ე საჯარო სკოლაში - 11.04.2008

შეხვედრაზე მასწავლებლები გაეცვნენ ინტერნეტში ქართულ ენაზე არსებულ სასარგებლო რესურსებს საზოგადოებრივი მეცნიერებების სსფეროში (იხ. მასალები).
საუბარი იყო ფონდ ”ირმის ნახტომის” მიერ დაგეგმილი გეო-ინფორმაციული პორტალის შემადგენლობასა და ფუნქციებზე.
51-ე სკოლის პედაგოგებმა ისაუბრეს მათ მიერ დაგეგმილ ინტერდისციპლინარულ (ქართული, ისტორია, გეოგრაფია) გაკვეთილზე, წარმოადგინეს პრეზენტაციის მონახაზი.
მონაწილეები
51-ე საჯარო სკოლა:
ნინო ჯოჯუა, გეოგრაფია; ანა კუპრავა, ისტორია/გეოგრაფია; ლიკა გიორგობიანი, ისტორია/გეოგრაფია; მაია მაძღარაშვილი, გეოგრაფია; თამარ ვერულაშვილი, ინფ. მენეჯერი
21-ე საჯარო სკოლა:
მარიამ ხიდეშელი, გეოგრაფია/ბიოლოგია; მანანა მელიქსეთბეგი, გეოგრაფია