Wednesday, June 25, 2008

გამოქვეყნდა კონფერენციაში მონაწილეთა სია

8 ივნისს დასრულდა 2008 წლის საზაფხულო კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე საგაკვეთილო გეგმების საკონკურსო განაცხადების მიღება. შემოსულია 620 განაცხადი. ამის შემდეგ დაიწყო გაკვეთილების შერჩევის პროცესი წინასწარ გამოცხადებული პირობების თანახმად:

  • განიხილება გაკვეთილის გეგმა, რომელიც წარმოდგენილია მინიმუმ ორი სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფში შემავალი დისციპლინების მასწავლებლის მიერ. გაკვეთილი უნდა უკავშირდებოდეს მინიმუმ ორი საგნობრივი ჯგუფის სასწავლო შედეგს;
  • გაკვეთილის მასალებზე მუშაობისა თუ გაკვეთილის მიმდინარეობის დროს გამოყენებული უნდა იყოს ინფორმაციული ტექნოლოგიები; გაკვეთილის სასწავლო შედეგებში გათვალისწინებული უნდა იყოს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ისტ (ICT) ინდიკატორები;
  • წარმოდგენილი გაკვეთილი უნდა იყოს ჩატარებული/განხორციელებული 2007-2008 სასწავლო წლის განმავლობაში;
  • მასალები წარმოდგენილი უნდა იყოს საგაკვეთილო გეგმის ნიმუშის ფორმით, ახლდეს შესაბამისი დოკუმენტაცია და იყოს განთავსებული საგანმანათლებლო პორტალზე ge.lemill.net
მხოლოდ თბილისის მასშტაბით შეირჩა 151 გაკვეთილი, რომლებიც მასწავლებლებმა უნდა წარადგინონ 1, 2 და 3 ივლისს ხუთ პარალელურად მიმდინარე კონფერენციაზე.
29 ივნისს მთავრდება კონფერენციაში მონაწილეთა რეგისტრაცია. გთხოვთ, წაიკითხოთ პირობები კონფერენციის ბლოგზე www.forum-dlf.blogspot.com და ფონდ ”ირმის ნახტომის” ოფიციალურ ვებ საიტზე www.dlf.ge.

Monday, June 9, 2008

კონსულტაციები საზაფხულო კონფერენციაში მონაწილე მასწავლებლებისთვის - დასავლეთ საქართველო

6-დან 8-ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა საკონსულტაციო შეხვედრები დასავლეთ საქართველოს რაიონულ ცენტრებში. გაიმართა რვა შეხვედრა ბათუმის, ქობულეთის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ფოთის, ზუგდიდის, სენაკის 17 სკოლასთან. შეხვედრებზე მასწავლებლებს აუტარდათ ზოგადი ხასიათის ტრენინგი ლემილის გამოყენებასთან დაკავშირებით და საუბარი იყო კონფერენციის მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებზე.

Friday, May 30, 2008

კონსულტაციები საზაფხულო კონფერენციაში მონაწილე მასწავლებლებისთვის

ფონდ ”ირმის ნახტომის” კომპიუტერულ ლაბორატორიაში ყოველდღიურად მიმდინარეობს ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები და ტრენინგები საგაკვეთილო გეგმების კონკურსთან დაკავშირებით. გარდა თბილისის მასწავლებლებისა აქტიურობენ მასწავლებლები რეგიონებიდანაც - ჩამოდიან დუშეთის, საგარეჯოს, ჩოხატაურის, საჩხერის, სამტრედიის სკოლებიდან. ფონდის ოფისში მუდმივი ხალხმრავლობა ამ დღეების განმავლობაში ჩვენდა მოულოდნელად საგაკვეთილო გეგმების კონკურსმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია პედაგოგებს შორის. მოდიან სკოლებიდან, სადაც არ აქვთ ინტერნეტი და მუშაობენ ჩვენს ლაბორატორიაში, მოჰყავთ თავიანთი მოსწავლეები, რომლებიც ეხმარებიან მათ ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებაში. ასეთი გამოხმაურება სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა კონფერენციის ორგანიზატორებისთვის.

Thursday, May 15, 2008

ტრენინგ-შეხვედრები 51-ე სკოლაში

30 მარტს და 13 აპრილს თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში ფონდ ”ირმის ნახტომის” კონკურსში ”კოსმოსური ოდისეა” მონაწილე მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის მოეწყო სპეციალური ტრენინგი ლემილში რეგისტრაციას და რესურსების გემოქვეყნებაში.

Monday, May 5, 2008

შეხვედრა 186-ე საჯარო სკოლაში - 05.05.2008

თავიდან მასწავლებლები გაეცვნენ ფონდ ”ირმის ნახტომის” ინიციატივას, შეიქმნას მასწავლებელთა პროფესიული ქსელები საგნობრივი ჯგუფების მიხედვით, გაეცვნენ ამ მიმართულებით დღემდე გადადგმულ ნაბიჯებს, იყო საუბარი სხვა სკოლებში ჩატარებულ შეხვედრებზე, ინტეგრირებულ გაკვეთილებზე, მასწავლებლებს შორის შემდგარ თანამშრომლობაზე.
შემდეგ მოხდა ლემილის პრეზენტაცია და მისი ფუნქციების განხილვა. მასწავლებელთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ მათ აქვთ დაგროვილი სასწავლო მასალა და შეუძლიათ გამოაქვეყნონ ლემილში.
ლემილის განხილვის შემდეგ, მასწავლებლებმა ნახეს და შეაფასეს გუგლ დედამიწის ფუნქციები და შესაძლებლობები. მონღოლთა იმპერიის დაპყრობების რუკის მაგალითზე ნაჩვენები იყო ამ პროგრამის საგანმანათლებლო მნიშვნელობა.
მონაწილეები
186-ე საჯარო სკოლა:
თამარ ნოზაძე, სამოქ. განათლება; მზია ჭანკვეტაძე, გეოგრაფია; ნანა ღუდუშაური, გეოგრაფია; ნინო ცერცვაძე, გეოგრაფია; ნანა ოქრომელიძე, რელიგია; ცირა გობეჯიშვილი, სამართალი; ეთერ კვახაძე, ისტორია; მაკა სეხნიაშვილი, ისტორია; მაკა გაფრინდაშვილი, ისტორია; ნატა ჩივაძე, ისტორია
187-ე საჯარო სკოლა:
ნონა ბუხნიკაშვილი, ისტორია
192-ე საჯარო სკოლა:
იზოლდა გელაშვილი, გეოგრაფია; მზია დევაძე, ისტორია; ნანი მონიავა, ისტორია; თამარ ურუშაძე, სამოქ. განათლება; ვერიკო დემეტრაშვილი, გეოგრაფია; მარინე ბუაძე, ისტორია; ცისანა კიკვილაშვილი, ისტორია


Friday, May 2, 2008

შეხვედრა 151-ე საჯარო სკოლაში - 02.05.2008

შეხვედრაზე დიდი დრო დაეთმო ახალი პროგრამული უზრუნველყოფის Quantum GIS-ის განხილვას. ეს პროგრამა წარმოადგენს პროფესიონლურ გეოგრაფიულ საინფორმაციო სისტემას, რომლის საშუალებით შეიძლება მარტივი კონტურული და რთული თემატური რუკების დამზადება.

Friday, April 11, 2008

შეხვედრა 51-ე საჯარო სკოლაში - 11.04.2008

შეხვედრაზე მასწავლებლები გაეცვნენ ინტერნეტში ქართულ ენაზე არსებულ სასარგებლო რესურსებს საზოგადოებრივი მეცნიერებების სსფეროში (იხ. მასალები).
საუბარი იყო ფონდ ”ირმის ნახტომის” მიერ დაგეგმილი გეო-ინფორმაციული პორტალის შემადგენლობასა და ფუნქციებზე.
51-ე სკოლის პედაგოგებმა ისაუბრეს მათ მიერ დაგეგმილ ინტერდისციპლინარულ (ქართული, ისტორია, გეოგრაფია) გაკვეთილზე, წარმოადგინეს პრეზენტაციის მონახაზი.
მონაწილეები
51-ე საჯარო სკოლა:
ნინო ჯოჯუა, გეოგრაფია; ანა კუპრავა, ისტორია/გეოგრაფია; ლიკა გიორგობიანი, ისტორია/გეოგრაფია; მაია მაძღარაშვილი, გეოგრაფია; თამარ ვერულაშვილი, ინფ. მენეჯერი
21-ე საჯარო სკოლა:
მარიამ ხიდეშელი, გეოგრაფია/ბიოლოგია; მანანა მელიქსეთბეგი, გეოგრაფია

Tuesday, April 8, 2008

შეხვედრა 145-ე საჯარო სკოლაში - 08.04.2008

შეხვედრამდე ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ეთერ პერტენავამ ჩაატარა ინტეგრირებული გაკვეთილი, რომლის შესახებ ინფორმაციაც იხილეთ შესაბამის განყოფილებაში.
შეხვედრაზე მასწავლებლები გაეცვნენ ინტერნეტში ქართულ ენაზე არსებულ სასარგებლო რესურსებს საზოგადოებრივი მეცნიერებების სსფეროში (იხ. მასალები).
ეთერ პერტენავამ წარუდგინა მასწავლებლებს თავისი გაკვეთილი, ნაბიჯ-ნაბიჯ აღწერა საგაკვეთილო პროცესი.
ბოლოს 182-ე საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგმა ანა ერიაშვილმა წარადგინა მე-11 კლასისთვის დაგეგმილი გაკვეთილი, რომლის ჩატარებასაც უახლოეს მომავალში აპირებს.
შემდეგი შეხვედრა დაიგეგმა 182-ე საჯარო სკოლაში 14 მაისს დღის 3 საათზე.
მონაწილეები
182-ე საჯარო სკოლა:
ანა ერიაშვილი, გეოგრაფია; ეკა გოთაძე, გეოგრაფია
25-ე საჯარო სკოლა:
მარინა ნარინდოშვილი, გეოგრაფია
145-ე საჯარო სკოლა:
დალი ძმანაშვილი, ისტორია; ლალი ჯანიბეგაშვილი, ფილოლოგია; ეთერ პერტენავა, ფილოლოგია; ხათუნა გულიაშვილი, ინფ.მენეჯერი
146-ე საჯარო სკოლა:
მეგი მჭედლიშვილი, ისტორია/გეოგრაფია; ლეილა ბუზარიაშვილი, მათემატიკა
105-ე საჯარო სკოლა:
ნინო რამიშვილი, ისტორია; ნაზი მოსიაშვილი, რელიგია/სამართალი; ნატალია საგინაშვილი, ისტორია
178-ე საჯარო სკოლა:
დარეჯან გეგეშიძე, ინფ.მენეჯერი

Friday, April 4, 2008

შეხვედრა 126-ე საჯარო სკოლაში - 04.04.2008

შეხვედრა მცირე ტექნიკური პრობლემით დაიწყო, ინტერნეტ შეერთება გაწყდა და პირველი ნახევარი მხოლოდ სიტყვიერი განმარტებებით მიმდინარეობდა. თუმცა მალე ხარვეზი გამოსწორდა. მასწავლებლები გაეცვნენ ინტერნეტ რესურსებს: istoria.ge, children.iatp.ge, geogen.ge, words.interes.ge, fereidani.site.ge და სხვ. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მოგზაურთა ინტერნეტ ჟურნალმა venividi.ru. ეს არის რუსულენოვანი საიტი, სადაც ქვეყვნდება უბრალო ტურისტების მოკლე დღიურები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობის შესახებ. მათ შორის ნახავთ აფხაზეთში მოგზაურთა დღიურებს, სადაც შეგვიძლია ამოვიკითხოთ აფხაზეთის დღევანდელობა.
შემდეგი შეხვედრა დაიგეგმა 151-ე საჯარო სკოლაში 2 მაისს დღის 3 საათზე.
მონაწილეები
128-ე საჯარო სკოლა:
მარიამ პატარაია, გეოგრაფია; მარიამ წერეთელი, გეოგრაფია
126-ე საჯარო სკოლა:
ლალი თოფჩიშვილი, ისტორია; მარიამ გეგიაძე, ისტორია; მანანა სეხნიაშვილი, გეოგრაფია
122-ე საჯარო სკოლა:
მანანა კვინიკაძე, ინფ. მენეჯერი; ხათუნა აბრამია, გეოგრაფია/ბიოლოგია
151-ე საჯარო სკოლა:
ლალი მჭედლიშვილი, ისტორია

Monday, March 31, 2008

შეხვედრა 155-ე საჯარო სკოლაში - 31.03.2008

შეხვედრას ძირითადად ის მასწავლებლები ესწრებოდნენ, ვინც პირველად გაეცნო ირმის ნახტომის ინიციატივას, ამიტომ ჯერ საუბარი იყო მასწავლებელთა ქსელის ფორმირების მიზნებზე, სავაუდო გზებზე და მისაღწევ შედეგებზე, აგრეთვე, უკვე ჩატარებულ შეხვედრებზე, ინტეგრირეილებსა და სხვა სკოლებიეს მასწავლებელთა გამოცდილებაზე.
შემდეგ მოხდა ლემილის, გუგლ დედამიწის და იუთუბის სასწავლო პროცესში გამოყენების შესაძლებლობების და სხვა ტექნიკური დეტალების ჩვენება. ბოლოს წარდგენილ იქნა საზოგადოებრივ მეცნიერებათა ინტერნეტ ჟურნალი.
მონაწილეები
155-ე საჯარო სკოლა:
ვიოლეტა გაგუა, ისტორია; ლალი მალხაზიშვილი, ისტორია; შორენა ქურდაძე, ბიოლოგია; რუსუდან აბაშიძე, გეოგრაფია; ნინო პერანიძე, ინფ. მენეჯერი; თამარ ბარათაშვილი, ინგლისური ენა; ნათელა თალაკვაძე, გეოგრაფია; თეიმურაზ ჯაფარიძე, დირექტორი
78-ე საჯარო სკოლა:
მანანა ნოზაძე, გეოგრაფია
მე-13 საჯარო სკოლა:
ნანა ჭინჭარაული 13 გეოგრაფია

Thursday, March 27, 2008

შეხვედრა მე-11 საჯარო სკოლაში - 27.03.2008

შეხვედრა ძირითადად ინფორმაციულ ხასიათს ატარებდა, საუბარი იყო სხვა სკოლებში ჩატარებულ ინტეგრირებულ გაკვეთილებზე. მასწავლებლებმა აღნიშნეს რომ მსგავსი გაკვეთილები მათ სკოლაში ძალიან ხშირად ტარდება, უბრალოდ ხშირად მათი გამოქვეყნება ფარხდება. ამ მიმართულებით ლემილი მათ მეტად სასარგებლო პლატფორმად მიიჩნიეს.
პედაგოგები გაეცვნენ, აგრეთვე, სასარგებლო ინტერნეტ რესურსებს საქართველოს ისტორიასა და ლიტერატურაზე.
დამატებით ნაჩვენები იყო გუგლ დედამიწის და იუთუბის შესაძლებლობები.
მონაწილეები
მე-11 საჯარო სკოლა:
ქეთევან ბასილაია, გეოგრაფია; ქეთევან ვეფხვაძე, ისტორია; თეა ავლოხაშვილი, გეოგრაფია; მანანა მაისაია, ისტორია; მაკა მაისურაძე, ინფ. მენეჯერი; ეკა თაბუკაშვილი, ისტორია

Wednesday, March 19, 2008

შეხვედრა 183-ე საჯარო სკოლაში - 19.03.2008

შეხვედრაზე მასწავლებლებმა ერთმანეთს გააცნეს სამომავლო გეგმები ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარებასთან დაკავშირებით. ყველას ჰქონდა დაწყებული მოსამზადებელი აქტივობები, ჩატარებული ჰქონდათ საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი სამუშაო სასწავლო პროცესში. 51-ე სკოლის პედაგოგებმა წარმოადგინეს ინტერდისციპლინარული (ისტორია, გეოგრაფია, ქართული) გაკვეთილის გეგმა. 183-ე სკოლის მასწავლებლებმა ისაუბრეს მიმდინარე სასწავლო საპროექტო პროცესებზე, მათ შორის იყო მე-8 კლასში დამუშაბული თემა დავით აღმაშენებლის მოღვაწეობაზე. ყველა წარმოდგენილ აქტივობაში ჩართული იყო ინფორმაციული გამოყენება, როგორც ბავშვების მიერ მასალების დამუშავების, ისე გაკვეთილის მიმდინარეობისას.
შემდეგი შეხვედრა დაიგეგმა 51-ე საჯარო სკოლაში 11 აპრილს დღის 3 საათზე.
მონაწილეები
51-ე საჯარო სკოლა:
მაია მაძღარაშვილი, გეოგრაფია; ნინო ჯოჯუა, გეოგრაფია; ლიკა გიორგობიანი, ისტორია
183-ე საჯარო სკოლა:
ქეთი გორდელაძე, ისტორია; იამზე სახელაშვილი, გეოგრაფია; გიული ფერაძე, ისტორია; ნანული მეტრეველი, ისტორია; ნუნუ გაბათაშვილი, ინფ. მენეჯერი

Tuesday, March 18, 2008

შეხვედრა 146-ე საჯარო სკოლაში - 17.03.2008

შეხვედრა ძირითდად დაეთმო უკვე არსებული საგაკვეთილო გამოცდილების გაზიარებას მასწავლებლებისთვის. დაწვრილებით განხილულ იქნა ლემილის, გუგლ დედამიწისა და youtube.com-ის ფუნქციები და მათი გამოყენების შესაძლებლობები სწავლების პროცესში.
შემდეგი შეხვედრა დაიგეგმა კვლავ 146-ე საჯარო სკოლაში 8 აპრილს დღის 3 საათზე.
მონაწილეები
178-ე საჯარო სკოლა:
დარეჯან გეგეშიძე, ინფ. მენეჯერი
145-ე საჯარო სკოლა:
დალი ირემაშვილი, გეოგრაფია
146-ე საჯარო სკოლა:
ლეილა ქავთარაძე, გეოგრაფია; დათო ახალაია, ინფორმატიკა; ნათელა ქერეჭაშვილი, ისტორია; ჯაბა ლომიძე, ისტორია; ნანა პავლიაშვილი, სასწ. ნაწ. გამგე; ინგა ძამაშვილი, სასწ. ნაწ. გამგე; ნათელა მიქაძე, ინფორმატიკა

შეხვედრა 122-ე საჯარო სკოლაში - 14.03.2008

შეხვედრა უნდა შემდგარიყო 128-ე სკოლაში, მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო იგი გაიმართა 122-ეში. შეხვედრა საკმაოდ საქმიანი გამოდგა. მასპინძელი სკოლის გეოგრაფიის პედაგოგმა ხათუნა აბრამიამ წარმოადგინა დაგეგმილი ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა ვულკანების თემაზე (ჩატარდება 19 მარტს).

ყველა სკოლის მასწავლებლებმა გამოთქვეს მზადყოფნა მსგავსი გაკვეთილის ჩატარებისთვის. უმრავლესობას უკვე განსაზღვული ჰქონდა თემა და დაწყებული მოსამზადებელი აქტივობები. პედაგოგებთან ერთად მეტად აქტიურები იყვნენ ინფორმაციული მენეჯერები, რომლებიც მონაწილეობენ დაგეგმვაში და ტექნიკურად ეხმარებიან მათ.
შემდეგიშეხვედრა დაიგეგმა 126-ე საჯარო სკოლაში 4 აპრილს დღის 3 საათზე.

მონაწილეები
128-ე საჯარო სკოლა:
მარიამ პატარაია, გეოგრაფია; მარიამ წერეთელი, გეოგრაფია
126-ე საჯარო სკოლა:
მარიამ გეგიაძე, ისტორია; მანანა სეხნიაშვილი, გეოგრაფია; ლალი თოფჩიშვილი, ისტორია
151-ე საჯარო სკოლა:
ლალი მჭედლიშვილი, ისტორია; ლია მახარობლიძე, ისტორია; დიანა მიქაძე, ინფ. მენეჯერი; ნანა ხიზანიშვილი, ისტორია
122-ე საჯარო სკოლა:
ლეილა ნანობაშვილი, ისტორია, გეოგრაფია; ხათუნა აბრამია, გეოგრაფია; მანანა კვინიკაძე, ინფ. მენეჯერი

Thursday, March 13, 2008

შეხვედრა 100-ე საჯარო სკოლაში - 13.03.2008

შეხვედრა ძირითდად დაეთმო უკვე არსებული საგაკვეთილო გამოცდილების გაზიარებას მასწავლებლებისთვის. დაწვრილებით განხილულ იქნა გუგლ დედამიწისა და youtube.com-ის ფუნქციები და მათი გამოყენების შესაძლებლობები სწავლების პროცესში.
შემდეგი შეხვედრა დაიგეგმა 155-ე საჯარო სკოლაში 31 მარტს დღის 3 საათზე.
მონაწილეები
155-ე საჯარო სკოლა:
ნანა კიკნაძე, ისტორია; ლალი მალხაზიშვილი, ისტორია
116-ე საჯარო სკოლა:
სოფო გრიგალაშვილი, ისტორია; დათო ფერაძე, ინფ. მენეჯერი; მაია ახალაია, გეოგრაფია
100-ე საჯარო სკოლა:
თამარ სამადაშვილი, ინფ. მენეჯერი; ნინო გოგრიჭიანი, გეოგრაფია; ლილიანა დარჩია, სამოქ. გან.; მანანა კუპრეიშვილი, ისტორია

Wednesday, March 12, 2008

შეხვედრა 141-ე საჯარო სკოლაში - 12.03.2008

შეხვედრა ძირითდად დაეთმო უკვე არსებული საგაკვეთილო გამოცდილების გაზიარებას მასწავლებლებისთვის. დაწვრილებით განხილულ იქნა გუგლ დედამიწისა და youtube.com-ის ფუნქციები და მათი გამოყენების შესაძლებლობები სწავლების პროცესში.
შემდეგი შეხვედრა დაიგეგმა მე-11 საჯარო სკოლაში 27 მარტს დღის 3 საათზე.
მონაწილეები
მე-14 საჯარო სკოლა:
თინიკო გეგეიშვილი, დირექტორის მოადგილე; ხათუნა ებანოიძე, ქართ. ენა და ლიტ.
141-ე საჯარო სკოლა:
მანანა ბერიაშვილი, ბიოლოგია; ქეთევან იაშაღაშვილი, ქართ. ენა და ლიტ.; დალი გურგენაშვილი, ისტორია/კათ. გამგე; ლაურა ბიძინაშვილი, გეოგრაფია, ეკონომიკა; ირინე ასიეშვილი, ქიმია/სასწ. ნაწილი; ნატო ლომიძე, ხელოვნება/კათ. გამგე; ლაურა ბლიაძე, რუსული ენა; ელენე წითელაშვილი, ქართ. ენა და ლიტ./სასწ.ნაწ.; თამარ ქურთაული, ინფორმატიკა; რუსუდან აბულაძე, ინფ. მენეჯერი
მე-11 საჯარო სკოლა:
მაკა მაისურაძე, ინფ. მენეჯერი

Friday, February 29, 2008

შეხვედრა 182-ე საჯარო სკოლაში - 29.02.2008

შეხვედრის დიდი ნაწილი დაეთმო 145-ე საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგის დალი ირემაშვილის მიერ დაგეგმილი გაკვეთილის განხილვას. ქალბატონმა დალიმ კოლეგებს წარუდგინა თავისი გაკვეთილის მონახაზი გეგმის სახით, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული არა მარტო ტექნიკის გამოყენება, არამედ მოსწავლეთა რესურსის გამოყენება ციფრული სახით მასალების მოძიების დროს. მოსამაზადებელ სამუშაოებში აქტიურად იღებდა მონაწილეობას ინფორმაციული მენეჯერი ხათუნა გულიაშვილი.
შეხვედრაზე საუბარი იყო გუგლ დედამიწის ფუნქციებზე, მასწავლებლებმა ისაუბრეს რელიეფის სამგანზომილებიანი მოდელის პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობებზე გეოგრფიის სწავლებისას.
146-ე საჯარო სკოლის ეკონომიკის და სამართლის პედაგოგმა ზურაბ ხოხობაშვილმა წამოაყენა ინიციატივა, შემუშავდეს მეთოდიკა მოსწავლეებისთვის სხვადასხვა პროფესიის უფრო ახლოს გაცნობის შესახებ, რათა მომავალი პროფესიის არჩევისას დამოუკიდებლად შეძლონ გადაწყვეტილების მიღება. აქტიური დისკუსიის შემდეგ ერთ-ერთ გზად გამოიკვეთა სხვადასხვა პროფესიის ადამიანთა პერიოდული მოწვევა კლასში. ეს აზრი მეტად მოეწონათ დანარჩენ მასწავლებლებსაც.
შემდეგი შეხვედრა დაიგეგმა 146-ე საჯარო სკოლაში 17 მარტს დღის 3 საათზე.
მონაწილეები
146-ე საჯარო სკოლა:
ლეილა ქავთარაძე, გეოგრაფია; ზურაბ ხოხობაშვილი, ეკონომიკა, სამართალი
145-ე საჯარო სკოლა:
ხათუნა გულიაშვილი, ინფ. მენეჯერი; დალი ძმანაშვილი, ისტორია; დალი ირემაშვილი, გეოგრაფია
182-ე საჯარო სკოლა:
ანა გაჩეჩილაძე, ისტორია; ანიკო ერიაშვილი, გეოგრაფია; ნანა ღვილიაშვილი, ინფორმატიკა; ნინო ნათიძე, ინფორმატიკა

Thursday, February 28, 2008

შეხვედრა 53-ე საჯარო სკოლაში - 28.02.2008

შეხვედრაზე ძირითადად განხილული იყო ინტერნეტ რესურსების ge.lemill.net, youtube.com და ვირტუალური გლობუსის, გუგლ დედამიწის გამოყენების შესაძლებლობები კონკრეტული სასწავლო აქტივობების მაგალითებზე. ნაჩვენები იყო უკვე ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილები.

მონაწილეები
53-ე საჯარო სკოლა:
გიორგი უსანეთაშვილი, ინფორმატიკა; მაია ლევიცკაია, ისტორია; თიკა ქანთარია, სამართალი; ლია ჯოხაძე, ინფ. მენეჯერი; ნათია არაბული, ქიმია
183-ე საჯარო სკოლა:
ქეთი გორდელაძე, ისტორია

Wednesday, February 27, 2008

შეხვედრა 151-ე საჯარო სკოლაში - 27.02.2008

შეხვედრაზე ძირითადად განხილული იყო ინტერნეტ რესურსების ge.lemill.net, youtube.com და ვირტუალური გლობუსის, გუგლ დედამიწის გამოყენების შესაძლებლობები კონკრეტული სასწავლო აქტივობების მაგალითებზე. 122-ე სკოლის პედაგოგებმა წარმოადგინეს გაკვეთილის ჩატარების იდეა ვულკანების თემაზე, მოძებნილი და მონიშნული ჰქონდათ გუგლ დედამიწაში რამდენიმე ვულკანის ადგილმდებარეობა და სურათები, რომლებიც წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით. მათ მოიწონეს აზრი, მოეძებნათ მასალები ვულკანებზე youtube.com-ის საშუალებით.
სხვა მასწავლებლებმა, აგრეთვე, გამოთქვეს ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარების სურვილი.
შემდეგი შეხვედრა დაიგეგმა 128-ე საჯარო სკოლაში 14 მარტს.
მონაწილეები
126-ე საჯარო სკოლა:
თამარ ნარიმანიშვილი, ისტორია; მარიამ გეგიაძე, ისტორია
128-ე საჯარო სკოლა:
მაია ნიკოლაიშვილი, ისტორია; მარიამ წერეთელი, გეოგრაფია
122-ე საჯარო სკოლა:
მანანა კვინიკაძე, ინფ. მენეჯერი; ხათუნა აბრამია, გეოგრაფია
151-ე საჯარო სკოლა:
ნინო ხიზანიშვილი, ისტორია; ლალი მჭედლიშვილი, ისტორია; დიანა მიქაძე, ინფ. მენეჯერი


Monday, February 25, 2008

შეხვედრა 166-ე საჯარო სკოლაში - 25.02.2008

შეხვედრაზე ისტორიის პედაგოგმა ბარბარა ქებაძემ წარადგინა თავისი გაკვეთილი "მითი - როგორც ისტორიული წყარო"; ჯერ აღწერა მოსწავლეთა მოსამზადებელი, კლასგარეშე აქტივობა, შემდეგ უშუალოდ გაკვეთილის მიმდინარეობა. ყველაზე მეტი დრო მასწავლებელმა დაუთმო მოსწავლეთა მოტივირებასა და ამგვარი გაკვეთილებით გამომუშავებულ უნარებზე; აღნიშნა აგრეთვე, რომ ერთ კლასში შექმნილი მასალები (ფილმი, პრეზენტაცია) უმრავლეს შემთხვევაში კარგი მოტივაცია ხდება სხვა კლასისთვის. ქალბატონმა ბარბარამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით მოსწავლეთა რესურსის გამოყენებაზე.
შემდეგი შეხვედრა დაიგეგმა 13 მარტს დღის 3 საათზე მე-100 საჯარო სკოლაში.
მონაწილეები

166-ე საჯარო სკოლა:
ბარბარა ქებაძე, ისტორია/კათ. გამგე; ირმა ომანაძე, დირექტორი
მე-19 საჯარო სკოლა:
თამარ ჩიტაშვილი, ისტორია
155-ე საჯარო სკოლა:
ნინო პერანიძე, ინფ. მენეჯერი
100-ე საჯარო სკოლა:
ნინო გოგრიჭიანი, გეოგრაფია; მანანა კუპრეიშვილი, ისტორია, თამარ სამადაშვილი, ინფ. მენეჯერი

Friday, February 22, 2008

შეხვედრა მე-14 საჯარო სკოლაში - 13.02.2008

შეხვედრა შედგა სკოლის დირექტორის ბატონ ზვიად მიმინოშვილის ინიციატივით; ესწრებოდნენ რამდენიმე სკოლის მასწავლებლები და ინფორმაციული მენეჯერები. თავდაპირველად საუბარი იყო "ირმის ნახტომის" ინიციატივაზე, ჩამოყალიბდეს მასწავლებელთა პროფესიული ქსელები. წარდგენილ იქნა 145-ე სკოლის ისტორიის პედაგოგის დალი ძმანაშვილის ინტეგრირებული გაკვეთილი.
მასწავლებლების წინაშე მოეწყო ლემილისა და გუგლ დედამიწის პრეზენტაცია.
შემდეგი შეხვედრა დაიგეგმა 141-ე საჯარო სკოლაში 12 მარტს დღის 3 საათზე, სადაც მასწავლებლები კოლეგებს გააცნობენ ერთ (სურვილის შემთხევაში მეტ) იდეას ან უკვე განხორციელებულ მაგალითს ისტ-ის სასწავლო პროცესში ნებისმიერი გამოყენების შესახებ.



მონაწილეები
მე-11 საჯარო სკოლა:
თეა ავლოხაშვილი, გეოგრაფია; მანანა მაისაია, ისტორია
მე-13 საჯარო სკოლა:
ჭელიძე ქეთინო, ისტორია; ჭინჭარაული ნანა, გეოგრაფია
მე-14 საჯარო სკოლა:
ზვიად მიმინოშვილი, დირექტორი; სიაშვილი ლალი, მათემატიკა; სამაკაშვილი შორენა, ისტორია; ებანოიძე ხათუნა, ქართ. ენა და ლიტ.; ნადიბაიძე ნინო, რელიგია; ჟივიძე ვალია, მათემატიკა; თინიკო გელეიშვილი, დირექტორის მოადგილე; მაია ლომიძე, დირექტორის მოადგილე; თეა ნიკოლეიშვილი, გეოგრაფია; ნაიდა მჭედლიძე, რუსული ენა და ლიტ.; ეკატერინე ჩადუნელი, ინგლისური ენა; თამარ წიქორიძე, მათემატიკა; ნინო წოწკოლაური, ფრანგული ენა; დარეჯან კობალაძე, დაწყებითი; როზა ჭეჟია, დაწყებითი
141-ე საჯარო სკოლა:
თამარ ქურთაული, ინფორმატიკა; ლალი გურგენაშვილი, ისტორია; რუსუდან აბულაძე, ინფ. მენეჯერი

Saturday, February 16, 2008

შეხვედრა 145-ე საჯარო სკოლაში - 15.02.2008

შეხვედრას ესწრებოდნენ რამდენიმე სკოლის მასწავლებლები და ინფორმაციული მენეჯერები. თავდაპირველად საუბარი იყო "ირმის ნახტომის" ინიციატივაზე, ჩამოყალიბდეს მასწავლებელთა პროფესიული ქსელები. ამის შემდგომ 145-ე სკოლის ისტორიის პედაგოგმა დალი ძმანაშვილმა კოლეგებს წარუდგინა მის მიერ 11 თებერვალს მე-6 კლასში ჩატარებული გაკვეთილი, რომლის ირგვლივაც გაიმართა დისკუსია.
ბოლოს მასწავლებლების წინაშე მოეწყო ლემილისა და გუგლ დედამიწის პრეზენტაცია.
შემდეგი შეხვედრა დაიგეგმა 182-ე საჯარო სკოლაში 29 თებერვალს დღის 3 საათზე, სადაც მასწავლებლები კოლეგებს გააცნობენ ერთ (სურვილის შემთხევაში მეტ) იდეას ან უკვე განხორციელებულ მაგალითს ისტ-ის სასწავლო პროცესში ნებისმიერი გამოყენების შესახებ.
მონაწილეები
145-ე საჯარო სკოლა:
დალი ძმანაშვილი, ისტორია; დალი ირემაშვილი, გეოგრაფია, მარინე ბაგალიშვილი, ბიოლოგია; მარინა ლაშხია, ფიზიკა; ხათუნა გულიაშვილი, ინფ. მენეჯერი
105-ე საჯარო სკოლა:
მაკა მაკასარაშვილი, გეოგრაფია; ნატალია საგინაშვილი, ისტორია; ბელა ინჯგია, ინფ. მენეჯერი
146-ე საჯარო სკოლა:
ირმა ტყებუჩავა, ისტორია; ლეილა ქავთარაძე, გეოგრაფია
152-ე საჯარო სკოლა:
დალი ჯანაშვილი, გეოგრაფია; თეა გოგოხია, ისტორია/სამ. გან.
176-ე საჯარო სკოლა:
რუსუდან ანდღულაძე, ინფ. მენეჯერი
182-ე საჯარო სკოლა:
ანა გაჩეჩილაძე, ისტორია; ეკატერინე გოთაძე, გეოგრაფია; ნინო ცანდიშვილი, ინფ. მენეჯერი

Friday, February 15, 2008

შეხვედრა 51-ე საჯარო სკოლაში - 14.02.2008

ეს შეხვედრა დაიგეგმა 7 თებერვალს. თუ მაშინ მასწავლებლები გაეცვნენ ლემილისა და გუგლ დედამიწის ფუნქციებს, ამჯერად ისინი უკვე ამ რესურსების მუშაობის კონკრეტული დეტალებით დაინტერესდნენ, განსაკუთრებით, ლემილის საშუალებით საგაკვეთილო გეგმების გამოქვეყნების შესაძლებლობით და გუგ დედამიწაში საკუთარი გეოგრაფიული მონაცემების ჩამატების ფუნქციით.
აქვე მასწავლებლების მოთხოვნით მოხდა პრეზენტაცია კიდევ ერთი პროგრამული უზრუნველყოფის. ეს არის გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა (GIS) სახელით Quantum GIS (QGis), რომელიც არის უფასო, ღია კოდის მქონე და ლინუქსთან თავსებადი პროგრამა. მისი ერთ-ერთი ფუნქცია, რომელიც წარმოდგენილი იყო ამ დღეს, არის სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით თემატური რუკების შედგენა.
შემდეგი შეხვედრა დაიგეგმა 53-ე საჯარო სკოლაში 28 თებერვალს დღის 3 საათზე, სადაც მასწავლებლები კოლეგებს გააცნობენ ერთ (სურვილის შემთხევაში მეტ) იდეას ან უკვე განხორციელებულ მაგალითს ისტ-ის სასწავლო პროცესში ნებისმიერი გამოყენების შესახებ.
მონაწილეები
51-ე საჯარო სკოლა:
თამარ ვერულაშვილი, ინფ. მენეჯერი; მაია მაძღარაშვილი, გეოგრაფია; ლიკა გიორგობიანი, ისტორია/გეოგრაფია; ნინო ჯოჯუა, გეოგრაფია;ანა კუპრავა, ისტორია; თამარ გურგენიძე, ისტორია
53-ე საჯარო სკოლა:
თიკა ქანთარია, სამართალი/სამ. გან.; ლია ჯოხაძე, ინფ. მენეჯერი

Thursday, February 14, 2008

შეხვედრა 122-ე საჯარო სკოლაში - 13.02.2008

შეხვედრას ესწრებოდნენ რამდენიმე სკოლის მასწავლებლები და ინფორმაციული მენეჯერები. დაწვრილებით განხილულ იქნა ლემილის და გუგლ დედამიწის ფუნქციები და მათი გამოყენების შესაძლებლობები სასწავლო პროცესში.
მასწავლებლებმა ისაუბრეს IT კომპეტენციების გაუმჯობესების საშუალებებზე. აგრეთვე, საუბარი იყო ამ კუთხით მოსწავლეთა რესურსის გამოყენების შესაძლებლობებზე საგაკვეთილო აქტივობის მომზადების პროცესში.
დაიგეგმა შემდეგი შეხვედრა 27 თებერვალს 151-ე საჯარო სკოლაში, სადაც მასწავლებლები კოლეგებს გააცნობენ ერთ (სურვილის შემთხევაში მეტ) იდეას ან უკვე განხორციელებულ მაგალითს ისტ-ის სასწავლო პროცესში ნებისმიერი გამოყენების შესახებ.
მონაწილეები
122-ე საჯარო სკოლა:
მარიამ რამინაშვილი, დირექტორი; მანანა კვინიკაძე, ინფ.მენეჯერი; ლუიზა წოწკოლაური, ისტორია; ლეილა ნანობაშვილი, გეოგრაფია; მადონა ხვედელიძე, ისტორია; ხათუნა აბრამია, გეოგრაფია
128-ე საჯარო სკოლა:
მაია ნიკოლაიშვილი, ისტორია; მარიამ პატარაია, გეოგრაფია; მარიამ წერეთელი, გეოგრაფია
35-ე საჯარო სკოლა:
მაია არჩვაძე, ინფ.მენეჯერი
151-ე საჯარო სკოლა:
ლალი გობეჯიშვილი, გეოგრაფია; ლალი მჭედლიშვილი, ისტორია; დიანა მიქაძე, ინფ.მენეჯერი


Friday, February 8, 2008

შეხვედრა 51-ე საჯარო სკოლაში - 07.02.2008

შეხვედრას ესწრებოდნენ რამდენიმე სკოლის მასწავლებლები და ინფორმაციული მენეჯერები. დაწვრილებით განხილულ იქნა ლემილის და გუგლ დედამიწის ფუნქციები და მათი გამოყენების შესაძლებლობები სასწავლო პროცესში; აგრეთვე, სხვა ინტერნეტ რესურსები youtube.com და slide.com.
დაიგეგმა შემდეგი შეხვედრა 14 თებერვლისთვის იმავე სკოლაში, სადაც იმედი გვაქვს მასწავლებლები წარმოადგენენ თავის მოსაზრებებს და დაიგეგმება უფრო კონკრეტული აქტივობები.













მონაწილეები

51-ე საჯარო სკოლა:
თამარ ვერულაშვილი, ინფ. მენეჯერი; ნინო ჯოჯუა, გეოგრაფია; ანა კუპრავა, ისტორია; მაია მაძღარაშვილი, გეოგრაფია; ნანა დოლიძე, ისტორია; თამარ ჩაფიძე, ისტორია
122-ე საჯარო სკოლა:
მანანა კვინიკაძე, ინფ. მენეჯერი
21-ე საჯარო სკოლა:
ირინა მარეიშვილი, ისტორია; ირინე ახალაია, ინფ. მენეჯერი; მაია მიქელაშვილი, გეოგრაფია
53-ე საჯარო სკოლა:
გიორგი უსანეთაშვილი, ინფორმატიკა; თიკა ქანთარია, სამართალი/სამოქალაქო განათლება
183-ე საჯარო სკოლა:
ნუნუ გაბათაშვილი, ინფ. მენეჯერი
20-ე საჯარო სკოლა:
ბესიკ ლორთქიფანიძე, ისტორია

Friday, February 1, 2008

შეხვედრა 166-ე საჯარო სკოლაში - 31.01.2008

ზამთრის კონფერენციის შემდეგ ეს იყო პირველი შეხვედრა და მასწავლებლების პროფესიული ქსელის ფორმირებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. იგი მოეწყო ამავე სკოლის მასწავლებლის, საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნობრივი ჯგუფის კათედრის ხელმძღვანელის ქ-ნ ბარბარა ქებაძის და დირექტორის ქ-ნ ირმა ომანაძის აქტიური მხარდაჭერით.
შეხვედრაზე მასწავლებლებს გაეცვნენ სასწავლო რესურსების საცავს - ლემილი - და დარეგისტრირდნენ მასში; აგრეთვე, გაეცვნენ ვირტუალური გლობუსის, გუგლ დედამიწის (Google Earth) შესაძლებლობებს. სიახლე კარგად იქნა მიღებული, თუმცა გამოითქვა ეჭვიც, რომ რთული იქნება მასწავლებლების მოტივირება ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების და განსაკუთრებით ახალი სასწავლო რესურსების (მასალა, საგაკვეთილო გეგმა) შექმნის კუთხით. დაიგეგმა შემდეგი შეხვედრა 51-ე სკოლაში.
მონაწილე მასწავლებლები
166-ე საჯარო სკოლა:
ბარბარა ქებაძე, მაია ხინგავა, მარინა მაზმიშვილი, სოფო გრიგალაშვილი, თამარ ლობჟანიძე
მე-5 საჯარო სკოლა:
ნინო კირთაძე
51-ე საჯარო სკოლა:
ანა კუპრავა, ლიანა გიორგობიანი, მაია მაძღარაშვილი, თამარ ვერულაშვილი
20-ე საჯარო სკოლა:
ბესო ლორთქიფანიძე
145-ე საჯარო სკოლა:
დალი ძმანაშვილი, დალი ირემაშვილი

Thursday, January 10, 2008

ფონდ "ირმის ნახტომის" ზამთრის კონფერენცია

29 დეკემბერს პირველ საჯარო სკოლაში ჩატარდა კონფერენცია, სადაც წარმოდგენილი იყო ფონდ "ირმის ნახტომის" დასრულებული, მიმდინარე და სამომავლო პროექტები. კონფერენცია შედგებოდა ორი ნაწილისგან - პლენარული სხდომა და საგნობრივი ჯგუფების მიხედვით სექციური მუშაობა.
კონფერენციამდე ერთი თვით ადრე გამოცხადდა საგაკვეთილო გეგმების მიღება მასწავლებლებისგან. სწორედ ეს გეგმები იქნა განხილული სექციური მუშაობის დროს ავტორებთან ერთად და მათი განხილვის პარალელურად მასწავლებლებს შეეთავაზათ რამდენიმე ICT ინსტრუმენტი, რომლებიც, ჩვენი აზრით, გაამრავლფეროვნებს გაკვეთილს და დაეხმარება მასწავლებლებს ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ინტერგრაციაში.
ამ ინსტრუმენტებზე მსჯელობას გავაგრძელებთ, ახლა კი გთავაზობთ კონფერენციაზე წარმოდგენილი საგაკვეთილო გეგმების ჩამონათვალს.

1. დაბა აგარის საშუალო სკოლა, ლია ყაულაშვილი, ქეთევან ცერაძე,
ძველი ეგვიპტე და შუამდინარეთი, VII კლასი;
2. თბილისის 65-ე საჯარო სკოლა, ირმა სამხარაძე
, ილია ჭავჭავაძე - სახელმწიფო მოღვაწე, IX კლასი;
3. თბილისის 43-ე საჯარო სკოლა, ნინო აბულაძე
, ა) კაპადოკია, IX კლასი;ბ) „რაა მამული“, გრძელვადიანი პროექტი, www.sakartveloo-lamazo.narod.ru;
4. სკოლა „სადუნი“
, ნათია როსტიაშვილი,საქართველოს ეროვნული მუზეუმი, VII კლასი;
5. თბილისის მე-11 საჯარო სკოლა
, მანანა მაისაია,ქრისტიანობა - ქართლის სახელმწიფო რელიგია, XI კლასი;
6. თელავის მე-9 საჯარო სკოლა
, ნინო პოპიაშვილი, პირველი მსოფლიო ომი, VII კლასი;
7. სკოლა „სადუნი“
, თეა მჭედლიძე, იმპერია, VII კლასი;
8. თბილისის 145-ე საჯარო სკოლა
, დალი ირემაშვილი, საქართველოს პოლიკურ-ადმინისტრაციული დაყოფა, საბაზო;
9. თბილისის 145-ე საჯარო სკოლა
, დალი ძმანაშვილი, ძველი მსოფლიოს ცივილიზაციები, VI კლასი;
10. თბილისის 127-ე საჯარო სკოლა
, ლიანა შარიქაძე, დავით IV აღმაშენებელი, XI კლასი;
11. ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლა
, ზინა ზაუტაშვილი, სახელმწიფო მმართველობის სისტემა თამარის ეპოქაში, XI კლასი;
12. თბილისის მე-5 საჯარო სკოლა
, ნინო კირთაძე, ბიზნესის დაწყება;
13. თბილისის 166-ე საჯარო სკოლა
, ბარბარე ქებაძე, ა) სამონასტრო ცხოვრება საქართველოში; ბ) ქრისტიანობა საქართველოში; გ) მითი, როგორც ისტორიული წყარო;
14. თბილისის 157-ე საჯარო სკოლა
, ლალი ხარიტონაშვილი, ეკოლოგიური დანაშაულის გეოგრაფია საქართველოში;
15. ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლა
, ლალი უშვერიძე, ისტორიული თემის წარდგენა.