Friday, May 30, 2008

კონსულტაციები საზაფხულო კონფერენციაში მონაწილე მასწავლებლებისთვის

ფონდ ”ირმის ნახტომის” კომპიუტერულ ლაბორატორიაში ყოველდღიურად მიმდინარეობს ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები და ტრენინგები საგაკვეთილო გეგმების კონკურსთან დაკავშირებით. გარდა თბილისის მასწავლებლებისა აქტიურობენ მასწავლებლები რეგიონებიდანაც - ჩამოდიან დუშეთის, საგარეჯოს, ჩოხატაურის, საჩხერის, სამტრედიის სკოლებიდან. ფონდის ოფისში მუდმივი ხალხმრავლობა ამ დღეების განმავლობაში ჩვენდა მოულოდნელად საგაკვეთილო გეგმების კონკურსმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია პედაგოგებს შორის. მოდიან სკოლებიდან, სადაც არ აქვთ ინტერნეტი და მუშაობენ ჩვენს ლაბორატორიაში, მოჰყავთ თავიანთი მოსწავლეები, რომლებიც ეხმარებიან მათ ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებაში. ასეთი გამოხმაურება სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა კონფერენციის ორგანიზატორებისთვის.

Thursday, May 15, 2008

ტრენინგ-შეხვედრები 51-ე სკოლაში

30 მარტს და 13 აპრილს თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში ფონდ ”ირმის ნახტომის” კონკურსში ”კოსმოსური ოდისეა” მონაწილე მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის მოეწყო სპეციალური ტრენინგი ლემილში რეგისტრაციას და რესურსების გემოქვეყნებაში.

Monday, May 5, 2008

შეხვედრა 186-ე საჯარო სკოლაში - 05.05.2008

თავიდან მასწავლებლები გაეცვნენ ფონდ ”ირმის ნახტომის” ინიციატივას, შეიქმნას მასწავლებელთა პროფესიული ქსელები საგნობრივი ჯგუფების მიხედვით, გაეცვნენ ამ მიმართულებით დღემდე გადადგმულ ნაბიჯებს, იყო საუბარი სხვა სკოლებში ჩატარებულ შეხვედრებზე, ინტეგრირებულ გაკვეთილებზე, მასწავლებლებს შორის შემდგარ თანამშრომლობაზე.
შემდეგ მოხდა ლემილის პრეზენტაცია და მისი ფუნქციების განხილვა. მასწავლებელთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ მათ აქვთ დაგროვილი სასწავლო მასალა და შეუძლიათ გამოაქვეყნონ ლემილში.
ლემილის განხილვის შემდეგ, მასწავლებლებმა ნახეს და შეაფასეს გუგლ დედამიწის ფუნქციები და შესაძლებლობები. მონღოლთა იმპერიის დაპყრობების რუკის მაგალითზე ნაჩვენები იყო ამ პროგრამის საგანმანათლებლო მნიშვნელობა.
მონაწილეები
186-ე საჯარო სკოლა:
თამარ ნოზაძე, სამოქ. განათლება; მზია ჭანკვეტაძე, გეოგრაფია; ნანა ღუდუშაური, გეოგრაფია; ნინო ცერცვაძე, გეოგრაფია; ნანა ოქრომელიძე, რელიგია; ცირა გობეჯიშვილი, სამართალი; ეთერ კვახაძე, ისტორია; მაკა სეხნიაშვილი, ისტორია; მაკა გაფრინდაშვილი, ისტორია; ნატა ჩივაძე, ისტორია
187-ე საჯარო სკოლა:
ნონა ბუხნიკაშვილი, ისტორია
192-ე საჯარო სკოლა:
იზოლდა გელაშვილი, გეოგრაფია; მზია დევაძე, ისტორია; ნანი მონიავა, ისტორია; თამარ ურუშაძე, სამოქ. განათლება; ვერიკო დემეტრაშვილი, გეოგრაფია; მარინე ბუაძე, ისტორია; ცისანა კიკვილაშვილი, ისტორია


Friday, May 2, 2008

შეხვედრა 151-ე საჯარო სკოლაში - 02.05.2008

შეხვედრაზე დიდი დრო დაეთმო ახალი პროგრამული უზრუნველყოფის Quantum GIS-ის განხილვას. ეს პროგრამა წარმოადგენს პროფესიონლურ გეოგრაფიულ საინფორმაციო სისტემას, რომლის საშუალებით შეიძლება მარტივი კონტურული და რთული თემატური რუკების დამზადება.