Tuesday, March 18, 2008

შეხვედრა 122-ე საჯარო სკოლაში - 14.03.2008

შეხვედრა უნდა შემდგარიყო 128-ე სკოლაში, მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო იგი გაიმართა 122-ეში. შეხვედრა საკმაოდ საქმიანი გამოდგა. მასპინძელი სკოლის გეოგრაფიის პედაგოგმა ხათუნა აბრამიამ წარმოადგინა დაგეგმილი ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა ვულკანების თემაზე (ჩატარდება 19 მარტს).

ყველა სკოლის მასწავლებლებმა გამოთქვეს მზადყოფნა მსგავსი გაკვეთილის ჩატარებისთვის. უმრავლესობას უკვე განსაზღვული ჰქონდა თემა და დაწყებული მოსამზადებელი აქტივობები. პედაგოგებთან ერთად მეტად აქტიურები იყვნენ ინფორმაციული მენეჯერები, რომლებიც მონაწილეობენ დაგეგმვაში და ტექნიკურად ეხმარებიან მათ.
შემდეგიშეხვედრა დაიგეგმა 126-ე საჯარო სკოლაში 4 აპრილს დღის 3 საათზე.

მონაწილეები
128-ე საჯარო სკოლა:
მარიამ პატარაია, გეოგრაფია; მარიამ წერეთელი, გეოგრაფია
126-ე საჯარო სკოლა:
მარიამ გეგიაძე, ისტორია; მანანა სეხნიაშვილი, გეოგრაფია; ლალი თოფჩიშვილი, ისტორია
151-ე საჯარო სკოლა:
ლალი მჭედლიშვილი, ისტორია; ლია მახარობლიძე, ისტორია; დიანა მიქაძე, ინფ. მენეჯერი; ნანა ხიზანიშვილი, ისტორია
122-ე საჯარო სკოლა:
ლეილა ნანობაშვილი, ისტორია, გეოგრაფია; ხათუნა აბრამია, გეოგრაფია; მანანა კვინიკაძე, ინფ. მენეჯერი

No comments: