Wednesday, March 19, 2008

შეხვედრა 183-ე საჯარო სკოლაში - 19.03.2008

შეხვედრაზე მასწავლებლებმა ერთმანეთს გააცნეს სამომავლო გეგმები ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარებასთან დაკავშირებით. ყველას ჰქონდა დაწყებული მოსამზადებელი აქტივობები, ჩატარებული ჰქონდათ საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი სამუშაო სასწავლო პროცესში. 51-ე სკოლის პედაგოგებმა წარმოადგინეს ინტერდისციპლინარული (ისტორია, გეოგრაფია, ქართული) გაკვეთილის გეგმა. 183-ე სკოლის მასწავლებლებმა ისაუბრეს მიმდინარე სასწავლო საპროექტო პროცესებზე, მათ შორის იყო მე-8 კლასში დამუშაბული თემა დავით აღმაშენებლის მოღვაწეობაზე. ყველა წარმოდგენილ აქტივობაში ჩართული იყო ინფორმაციული გამოყენება, როგორც ბავშვების მიერ მასალების დამუშავების, ისე გაკვეთილის მიმდინარეობისას.
შემდეგი შეხვედრა დაიგეგმა 51-ე საჯარო სკოლაში 11 აპრილს დღის 3 საათზე.
მონაწილეები
51-ე საჯარო სკოლა:
მაია მაძღარაშვილი, გეოგრაფია; ნინო ჯოჯუა, გეოგრაფია; ლიკა გიორგობიანი, ისტორია
183-ე საჯარო სკოლა:
ქეთი გორდელაძე, ისტორია; იამზე სახელაშვილი, გეოგრაფია; გიული ფერაძე, ისტორია; ნანული მეტრეველი, ისტორია; ნუნუ გაბათაშვილი, ინფ. მენეჯერი

No comments: