Friday, April 4, 2008

შეხვედრა 126-ე საჯარო სკოლაში - 04.04.2008

შეხვედრა მცირე ტექნიკური პრობლემით დაიწყო, ინტერნეტ შეერთება გაწყდა და პირველი ნახევარი მხოლოდ სიტყვიერი განმარტებებით მიმდინარეობდა. თუმცა მალე ხარვეზი გამოსწორდა. მასწავლებლები გაეცვნენ ინტერნეტ რესურსებს: istoria.ge, children.iatp.ge, geogen.ge, words.interes.ge, fereidani.site.ge და სხვ. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მოგზაურთა ინტერნეტ ჟურნალმა venividi.ru. ეს არის რუსულენოვანი საიტი, სადაც ქვეყვნდება უბრალო ტურისტების მოკლე დღიურები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობის შესახებ. მათ შორის ნახავთ აფხაზეთში მოგზაურთა დღიურებს, სადაც შეგვიძლია ამოვიკითხოთ აფხაზეთის დღევანდელობა.
შემდეგი შეხვედრა დაიგეგმა 151-ე საჯარო სკოლაში 2 მაისს დღის 3 საათზე.
მონაწილეები
128-ე საჯარო სკოლა:
მარიამ პატარაია, გეოგრაფია; მარიამ წერეთელი, გეოგრაფია
126-ე საჯარო სკოლა:
ლალი თოფჩიშვილი, ისტორია; მარიამ გეგიაძე, ისტორია; მანანა სეხნიაშვილი, გეოგრაფია
122-ე საჯარო სკოლა:
მანანა კვინიკაძე, ინფ. მენეჯერი; ხათუნა აბრამია, გეოგრაფია/ბიოლოგია
151-ე საჯარო სკოლა:
ლალი მჭედლიშვილი, ისტორია

No comments: