Tuesday, April 8, 2008

შეხვედრა 145-ე საჯარო სკოლაში - 08.04.2008

შეხვედრამდე ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ეთერ პერტენავამ ჩაატარა ინტეგრირებული გაკვეთილი, რომლის შესახებ ინფორმაციაც იხილეთ შესაბამის განყოფილებაში.
შეხვედრაზე მასწავლებლები გაეცვნენ ინტერნეტში ქართულ ენაზე არსებულ სასარგებლო რესურსებს საზოგადოებრივი მეცნიერებების სსფეროში (იხ. მასალები).
ეთერ პერტენავამ წარუდგინა მასწავლებლებს თავისი გაკვეთილი, ნაბიჯ-ნაბიჯ აღწერა საგაკვეთილო პროცესი.
ბოლოს 182-ე საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგმა ანა ერიაშვილმა წარადგინა მე-11 კლასისთვის დაგეგმილი გაკვეთილი, რომლის ჩატარებასაც უახლოეს მომავალში აპირებს.
შემდეგი შეხვედრა დაიგეგმა 182-ე საჯარო სკოლაში 14 მაისს დღის 3 საათზე.
მონაწილეები
182-ე საჯარო სკოლა:
ანა ერიაშვილი, გეოგრაფია; ეკა გოთაძე, გეოგრაფია
25-ე საჯარო სკოლა:
მარინა ნარინდოშვილი, გეოგრაფია
145-ე საჯარო სკოლა:
დალი ძმანაშვილი, ისტორია; ლალი ჯანიბეგაშვილი, ფილოლოგია; ეთერ პერტენავა, ფილოლოგია; ხათუნა გულიაშვილი, ინფ.მენეჯერი
146-ე საჯარო სკოლა:
მეგი მჭედლიშვილი, ისტორია/გეოგრაფია; ლეილა ბუზარიაშვილი, მათემატიკა
105-ე საჯარო სკოლა:
ნინო რამიშვილი, ისტორია; ნაზი მოსიაშვილი, რელიგია/სამართალი; ნატალია საგინაშვილი, ისტორია
178-ე საჯარო სკოლა:
დარეჯან გეგეშიძე, ინფ.მენეჯერი

No comments: