Friday, February 1, 2008

შეხვედრა 166-ე საჯარო სკოლაში - 31.01.2008

ზამთრის კონფერენციის შემდეგ ეს იყო პირველი შეხვედრა და მასწავლებლების პროფესიული ქსელის ფორმირებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. იგი მოეწყო ამავე სკოლის მასწავლებლის, საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნობრივი ჯგუფის კათედრის ხელმძღვანელის ქ-ნ ბარბარა ქებაძის და დირექტორის ქ-ნ ირმა ომანაძის აქტიური მხარდაჭერით.
შეხვედრაზე მასწავლებლებს გაეცვნენ სასწავლო რესურსების საცავს - ლემილი - და დარეგისტრირდნენ მასში; აგრეთვე, გაეცვნენ ვირტუალური გლობუსის, გუგლ დედამიწის (Google Earth) შესაძლებლობებს. სიახლე კარგად იქნა მიღებული, თუმცა გამოითქვა ეჭვიც, რომ რთული იქნება მასწავლებლების მოტივირება ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების და განსაკუთრებით ახალი სასწავლო რესურსების (მასალა, საგაკვეთილო გეგმა) შექმნის კუთხით. დაიგეგმა შემდეგი შეხვედრა 51-ე სკოლაში.
მონაწილე მასწავლებლები
166-ე საჯარო სკოლა:
ბარბარა ქებაძე, მაია ხინგავა, მარინა მაზმიშვილი, სოფო გრიგალაშვილი, თამარ ლობჟანიძე
მე-5 საჯარო სკოლა:
ნინო კირთაძე
51-ე საჯარო სკოლა:
ანა კუპრავა, ლიანა გიორგობიანი, მაია მაძღარაშვილი, თამარ ვერულაშვილი
20-ე საჯარო სკოლა:
ბესო ლორთქიფანიძე
145-ე საჯარო სკოლა:
დალი ძმანაშვილი, დალი ირემაშვილი

No comments: