Friday, February 22, 2008

შეხვედრა მე-14 საჯარო სკოლაში - 13.02.2008

შეხვედრა შედგა სკოლის დირექტორის ბატონ ზვიად მიმინოშვილის ინიციატივით; ესწრებოდნენ რამდენიმე სკოლის მასწავლებლები და ინფორმაციული მენეჯერები. თავდაპირველად საუბარი იყო "ირმის ნახტომის" ინიციატივაზე, ჩამოყალიბდეს მასწავლებელთა პროფესიული ქსელები. წარდგენილ იქნა 145-ე სკოლის ისტორიის პედაგოგის დალი ძმანაშვილის ინტეგრირებული გაკვეთილი.
მასწავლებლების წინაშე მოეწყო ლემილისა და გუგლ დედამიწის პრეზენტაცია.
შემდეგი შეხვედრა დაიგეგმა 141-ე საჯარო სკოლაში 12 მარტს დღის 3 საათზე, სადაც მასწავლებლები კოლეგებს გააცნობენ ერთ (სურვილის შემთხევაში მეტ) იდეას ან უკვე განხორციელებულ მაგალითს ისტ-ის სასწავლო პროცესში ნებისმიერი გამოყენების შესახებ.



მონაწილეები
მე-11 საჯარო სკოლა:
თეა ავლოხაშვილი, გეოგრაფია; მანანა მაისაია, ისტორია
მე-13 საჯარო სკოლა:
ჭელიძე ქეთინო, ისტორია; ჭინჭარაული ნანა, გეოგრაფია
მე-14 საჯარო სკოლა:
ზვიად მიმინოშვილი, დირექტორი; სიაშვილი ლალი, მათემატიკა; სამაკაშვილი შორენა, ისტორია; ებანოიძე ხათუნა, ქართ. ენა და ლიტ.; ნადიბაიძე ნინო, რელიგია; ჟივიძე ვალია, მათემატიკა; თინიკო გელეიშვილი, დირექტორის მოადგილე; მაია ლომიძე, დირექტორის მოადგილე; თეა ნიკოლეიშვილი, გეოგრაფია; ნაიდა მჭედლიძე, რუსული ენა და ლიტ.; ეკატერინე ჩადუნელი, ინგლისური ენა; თამარ წიქორიძე, მათემატიკა; ნინო წოწკოლაური, ფრანგული ენა; დარეჯან კობალაძე, დაწყებითი; როზა ჭეჟია, დაწყებითი
141-ე საჯარო სკოლა:
თამარ ქურთაული, ინფორმატიკა; ლალი გურგენაშვილი, ისტორია; რუსუდან აბულაძე, ინფ. მენეჯერი

2 comments:

Anonymous said...

შეხვერდა ძალზე საინტერესო და საქმიან ვითარებაში წარიმართა. მასწავლებლებმა გამოთქვეს სურვილი გაკვეთილების სცენარების შესამუშავებლად. დიდი ინტერესით ველოდებით შემდგომ შეხვერდებს.

შოთა მურცხვალაძე said...

დიდი მადლობა.

p.s. მიუთითეთ თქვენი სახელი.