Wednesday, February 27, 2008

შეხვედრა 151-ე საჯარო სკოლაში - 27.02.2008

შეხვედრაზე ძირითადად განხილული იყო ინტერნეტ რესურსების ge.lemill.net, youtube.com და ვირტუალური გლობუსის, გუგლ დედამიწის გამოყენების შესაძლებლობები კონკრეტული სასწავლო აქტივობების მაგალითებზე. 122-ე სკოლის პედაგოგებმა წარმოადგინეს გაკვეთილის ჩატარების იდეა ვულკანების თემაზე, მოძებნილი და მონიშნული ჰქონდათ გუგლ დედამიწაში რამდენიმე ვულკანის ადგილმდებარეობა და სურათები, რომლებიც წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით. მათ მოიწონეს აზრი, მოეძებნათ მასალები ვულკანებზე youtube.com-ის საშუალებით.
სხვა მასწავლებლებმა, აგრეთვე, გამოთქვეს ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარების სურვილი.
შემდეგი შეხვედრა დაიგეგმა 128-ე საჯარო სკოლაში 14 მარტს.
მონაწილეები
126-ე საჯარო სკოლა:
თამარ ნარიმანიშვილი, ისტორია; მარიამ გეგიაძე, ისტორია
128-ე საჯარო სკოლა:
მაია ნიკოლაიშვილი, ისტორია; მარიამ წერეთელი, გეოგრაფია
122-ე საჯარო სკოლა:
მანანა კვინიკაძე, ინფ. მენეჯერი; ხათუნა აბრამია, გეოგრაფია
151-ე საჯარო სკოლა:
ნინო ხიზანიშვილი, ისტორია; ლალი მჭედლიშვილი, ისტორია; დიანა მიქაძე, ინფ. მენეჯერი


No comments: