Friday, February 15, 2008

შეხვედრა 51-ე საჯარო სკოლაში - 14.02.2008

ეს შეხვედრა დაიგეგმა 7 თებერვალს. თუ მაშინ მასწავლებლები გაეცვნენ ლემილისა და გუგლ დედამიწის ფუნქციებს, ამჯერად ისინი უკვე ამ რესურსების მუშაობის კონკრეტული დეტალებით დაინტერესდნენ, განსაკუთრებით, ლემილის საშუალებით საგაკვეთილო გეგმების გამოქვეყნების შესაძლებლობით და გუგ დედამიწაში საკუთარი გეოგრაფიული მონაცემების ჩამატების ფუნქციით.
აქვე მასწავლებლების მოთხოვნით მოხდა პრეზენტაცია კიდევ ერთი პროგრამული უზრუნველყოფის. ეს არის გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა (GIS) სახელით Quantum GIS (QGis), რომელიც არის უფასო, ღია კოდის მქონე და ლინუქსთან თავსებადი პროგრამა. მისი ერთ-ერთი ფუნქცია, რომელიც წარმოდგენილი იყო ამ დღეს, არის სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით თემატური რუკების შედგენა.
შემდეგი შეხვედრა დაიგეგმა 53-ე საჯარო სკოლაში 28 თებერვალს დღის 3 საათზე, სადაც მასწავლებლები კოლეგებს გააცნობენ ერთ (სურვილის შემთხევაში მეტ) იდეას ან უკვე განხორციელებულ მაგალითს ისტ-ის სასწავლო პროცესში ნებისმიერი გამოყენების შესახებ.
მონაწილეები
51-ე საჯარო სკოლა:
თამარ ვერულაშვილი, ინფ. მენეჯერი; მაია მაძღარაშვილი, გეოგრაფია; ლიკა გიორგობიანი, ისტორია/გეოგრაფია; ნინო ჯოჯუა, გეოგრაფია;ანა კუპრავა, ისტორია; თამარ გურგენიძე, ისტორია
53-ე საჯარო სკოლა:
თიკა ქანთარია, სამართალი/სამ. გან.; ლია ჯოხაძე, ინფ. მენეჯერი

No comments: