Monday, February 25, 2008

შეხვედრა 166-ე საჯარო სკოლაში - 25.02.2008

შეხვედრაზე ისტორიის პედაგოგმა ბარბარა ქებაძემ წარადგინა თავისი გაკვეთილი "მითი - როგორც ისტორიული წყარო"; ჯერ აღწერა მოსწავლეთა მოსამზადებელი, კლასგარეშე აქტივობა, შემდეგ უშუალოდ გაკვეთილის მიმდინარეობა. ყველაზე მეტი დრო მასწავლებელმა დაუთმო მოსწავლეთა მოტივირებასა და ამგვარი გაკვეთილებით გამომუშავებულ უნარებზე; აღნიშნა აგრეთვე, რომ ერთ კლასში შექმნილი მასალები (ფილმი, პრეზენტაცია) უმრავლეს შემთხვევაში კარგი მოტივაცია ხდება სხვა კლასისთვის. ქალბატონმა ბარბარამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით მოსწავლეთა რესურსის გამოყენებაზე.
შემდეგი შეხვედრა დაიგეგმა 13 მარტს დღის 3 საათზე მე-100 საჯარო სკოლაში.
მონაწილეები

166-ე საჯარო სკოლა:
ბარბარა ქებაძე, ისტორია/კათ. გამგე; ირმა ომანაძე, დირექტორი
მე-19 საჯარო სკოლა:
თამარ ჩიტაშვილი, ისტორია
155-ე საჯარო სკოლა:
ნინო პერანიძე, ინფ. მენეჯერი
100-ე საჯარო სკოლა:
ნინო გოგრიჭიანი, გეოგრაფია; მანანა კუპრეიშვილი, ისტორია, თამარ სამადაშვილი, ინფ. მენეჯერი

No comments: