Friday, February 29, 2008

შეხვედრა 182-ე საჯარო სკოლაში - 29.02.2008

შეხვედრის დიდი ნაწილი დაეთმო 145-ე საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგის დალი ირემაშვილის მიერ დაგეგმილი გაკვეთილის განხილვას. ქალბატონმა დალიმ კოლეგებს წარუდგინა თავისი გაკვეთილის მონახაზი გეგმის სახით, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული არა მარტო ტექნიკის გამოყენება, არამედ მოსწავლეთა რესურსის გამოყენება ციფრული სახით მასალების მოძიების დროს. მოსამაზადებელ სამუშაოებში აქტიურად იღებდა მონაწილეობას ინფორმაციული მენეჯერი ხათუნა გულიაშვილი.
შეხვედრაზე საუბარი იყო გუგლ დედამიწის ფუნქციებზე, მასწავლებლებმა ისაუბრეს რელიეფის სამგანზომილებიანი მოდელის პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობებზე გეოგრფიის სწავლებისას.
146-ე საჯარო სკოლის ეკონომიკის და სამართლის პედაგოგმა ზურაბ ხოხობაშვილმა წამოაყენა ინიციატივა, შემუშავდეს მეთოდიკა მოსწავლეებისთვის სხვადასხვა პროფესიის უფრო ახლოს გაცნობის შესახებ, რათა მომავალი პროფესიის არჩევისას დამოუკიდებლად შეძლონ გადაწყვეტილების მიღება. აქტიური დისკუსიის შემდეგ ერთ-ერთ გზად გამოიკვეთა სხვადასხვა პროფესიის ადამიანთა პერიოდული მოწვევა კლასში. ეს აზრი მეტად მოეწონათ დანარჩენ მასწავლებლებსაც.
შემდეგი შეხვედრა დაიგეგმა 146-ე საჯარო სკოლაში 17 მარტს დღის 3 საათზე.
მონაწილეები
146-ე საჯარო სკოლა:
ლეილა ქავთარაძე, გეოგრაფია; ზურაბ ხოხობაშვილი, ეკონომიკა, სამართალი
145-ე საჯარო სკოლა:
ხათუნა გულიაშვილი, ინფ. მენეჯერი; დალი ძმანაშვილი, ისტორია; დალი ირემაშვილი, გეოგრაფია
182-ე საჯარო სკოლა:
ანა გაჩეჩილაძე, ისტორია; ანიკო ერიაშვილი, გეოგრაფია; ნანა ღვილიაშვილი, ინფორმატიკა; ნინო ნათიძე, ინფორმატიკა

No comments: