Saturday, February 16, 2008

შეხვედრა 145-ე საჯარო სკოლაში - 15.02.2008

შეხვედრას ესწრებოდნენ რამდენიმე სკოლის მასწავლებლები და ინფორმაციული მენეჯერები. თავდაპირველად საუბარი იყო "ირმის ნახტომის" ინიციატივაზე, ჩამოყალიბდეს მასწავლებელთა პროფესიული ქსელები. ამის შემდგომ 145-ე სკოლის ისტორიის პედაგოგმა დალი ძმანაშვილმა კოლეგებს წარუდგინა მის მიერ 11 თებერვალს მე-6 კლასში ჩატარებული გაკვეთილი, რომლის ირგვლივაც გაიმართა დისკუსია.
ბოლოს მასწავლებლების წინაშე მოეწყო ლემილისა და გუგლ დედამიწის პრეზენტაცია.
შემდეგი შეხვედრა დაიგეგმა 182-ე საჯარო სკოლაში 29 თებერვალს დღის 3 საათზე, სადაც მასწავლებლები კოლეგებს გააცნობენ ერთ (სურვილის შემთხევაში მეტ) იდეას ან უკვე განხორციელებულ მაგალითს ისტ-ის სასწავლო პროცესში ნებისმიერი გამოყენების შესახებ.
მონაწილეები
145-ე საჯარო სკოლა:
დალი ძმანაშვილი, ისტორია; დალი ირემაშვილი, გეოგრაფია, მარინე ბაგალიშვილი, ბიოლოგია; მარინა ლაშხია, ფიზიკა; ხათუნა გულიაშვილი, ინფ. მენეჯერი
105-ე საჯარო სკოლა:
მაკა მაკასარაშვილი, გეოგრაფია; ნატალია საგინაშვილი, ისტორია; ბელა ინჯგია, ინფ. მენეჯერი
146-ე საჯარო სკოლა:
ირმა ტყებუჩავა, ისტორია; ლეილა ქავთარაძე, გეოგრაფია
152-ე საჯარო სკოლა:
დალი ჯანაშვილი, გეოგრაფია; თეა გოგოხია, ისტორია/სამ. გან.
176-ე საჯარო სკოლა:
რუსუდან ანდღულაძე, ინფ. მენეჯერი
182-ე საჯარო სკოლა:
ანა გაჩეჩილაძე, ისტორია; ეკატერინე გოთაძე, გეოგრაფია; ნინო ცანდიშვილი, ინფ. მენეჯერი

No comments: